png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ევროპა თავად არის დამნაშავე, რომ მისკენ ასი ათასობით მიგრანტი მიემართება - პუტინი

  • მსოფლიო
  • 14.11.2021
  • 15:38
ევროპა თავად არის დამნაშავე, რომ მისკენ ასი ათასობით მიგრანტი მიემართება - პუტინი

ევროპის ქვეყნებმა თავად შექმნეს პირობები იმისათვის, რომ მიგრანტები ნაკადი მათ საზღვრებთან შეკრებილიყო,  - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის შესახებ საუბრისას.

 „ისინი თავად არიან დამნაშავეები. მე ვთქვი რატომაც: პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით. თავად შექმნეს პირობები იმისათვის, რომ ათასობით და ასობით ათასი ადამიანი იქით წასულიყო. ახლა კი ეძებენ დამნაშავეებს, რათა მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა მოიხსნან“, - განაცხადა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ტელეარხ „როსია 1“-ის გადაცემაში. ამასთან, მან გაკვირვება გამოთქვა „აეროფლოტის“ მიმართ ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ.

„რა შუაშია აქ ჩვენი „აეროფლოტი“? ერთმა თვითმფრინავმა მაინც გადაიყვანა ვინმე? (მიგრანტები ბელარუსში). აზრზე არ  ვარ, მაგრამ ალბათ, ვიღაცამ შეძლო რომელიმე თვითმფრინავით სარგებლობა და მესამე ქვეყნის მეშვეობით გადასვლა. და ჩვენ აქ რა შუაში ვართ?  კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არის პასუხიმსგებლობის თავიდან არიდება იმ მოვლენებზე, რაც დღეს მიმდინარეობს“, - აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირში განაცხადეს, რომ სანცქიები, რომლის შემოღებასაც მიგრაციული კრიზისის გამო მომავალი კვირიდან გეგმავენ, რუსულ ავიაკომპანია „აეროფლოტსაც“ დაუწესდება.

8 ნოემბერს, მიგრანტების მრავალრიცხოვანი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან, ბელარუს-პოლონეთის საზღვარს მიაწყდა.  გარკეულმა ჯგუფებმა პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს. ამჟამად, საზღვართან 2 ათასამდე ლტოლვილი იმყოფება და ევროკავშირის ქვეყნებში შეღწევას ცდილობს. მათ პოლონეთის საზღვრის პირას გაშალეს კარვები და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge