png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სააკაშვილს ასამართლებენ ლეხ კაჩინსკის და ვაცლავ ჰაველის მემორიალის გვირგვინის შემკობის გამო - ადვოკატი

  • კომენტარები
  • 15.11.2021
  • 12:21
სააკაშვილს ასამართლებენ ლეხ კაჩინსკის და ვაცლავ ჰაველის მემორიალის გვირგვინის შემკობის გამო - ადვოკატი

„ეს არის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ლეხ კაჩინსკის მემორიალის გვირგვინის შემკობის გამო, ვაცლავ ჰაველის საფლავზე გვირგვინის მიტანის გამო, როდესაც სენატორი ჯო ბაიდენი იყო, მისი გამასპინძლების გამო, ვიქტორ იუშენკოს საქართველოში გამასპინძლების ხარჯის გამო", აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია.

მისი განმარტებით, ​მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ბრონირებული ავტომობილების დაქირავების და ყველა იმ საპრეზიდენტო უფლებამოსილების გახორციელების გამო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის, 2013 წელს ახორციელებდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო, ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის უფროსი ანზორ ჩუბინიძე იყო.

"2013 წელს გაწეული არც ერთ ხარჯი არ განსხვავდება 2009-2012წწ-ში გაწეული ხარჯისგან, ამასთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვები არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ ეს იყო კანონიერი ხარჯები. უბრალოდ, პიარული თვალსაზრისით ხელისუფლებას სჭირდებოდა რაიმე ტიპის თანხასთან დაკავშირებული ბრალდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ეს სამარცხვინო „პიჯაკების საქმე“ წამოიწყეს“, - განაცხადა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია პროცესი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის თაობაზე. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge