png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სომხეთი რუსეთს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დახმარებას სთხოვს

  • მსოფლიო
  • 16.11.2021
  • 20:29
სომხეთი რუსეთს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დახმარებას სთხოვს

აზერბაიჯანთან არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით, ერევანმა მოსკოვს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად დახმარებისთვის მიმართა. ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა. იუწყება, სომხური გამოცემა News.am

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯერჯერობით ეს არის ზეპირი განცხადება, რომელსაც ოფიციალური წერილობითი მოთხოვნა მოჰყვება.

არმენ გრიგორიანის თქმით, რუსეთმა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა 1997 წელს გაფორმებული ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულების საფუძველზე უნდა დაიცვას.

"რადგან აზერბაიჯანი თავს დაესხა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიას, ჩვენ ვთხოვთ რუსეთს, დაიცვას სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა ამ შეთანხმების საფუძველზე", - ამბობს გრიგორიანი.

მისივე თქმით, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, სომხეთი ასევე იყენებს  "კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულების" წესდებით გათვალისწინებულ მექანიზმებს.

"თუ ამ კრიზისს ვერ მოვაგვარებთ არსებული მექანიზმებით, მოგვიწევს დასახმარებლად სხვა საერთაშორისო პარტნიორებსაც მივმართოთ“, - დასძენს გრიგორიანი.

სომხეთის თხოვნასთან დაკავშირებით კრემლს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ მიმართულებით სიუნიქის რეგიონში 13 ნოემბერს დაიძაბა. 15 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარები ქვეყანაში შეიჭრნენ საზღვრის აღმოსავლეთ მიმართულებით. სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საზღვარი გადაკვეთეს სამხრეთ სომხეთში, სიუნიკის ოლქის ქალაქ სისიანის მიმართულებით.

თავის მხრივ, ბაქო იტყობინება სომეხი სამხედროების მიერ აზერბაიჯანის სამხედრო პუნქტებზე თავდასხმის შესახებ და სიტუაციის გამწვავებაში ერევანს ადანაშაულებს.

ბოლო ინფორმაციით, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ ნაწილში სიტუაცია კვლავ დაძაბულია და შეტაკებები გრძელდება. მათივე ცნობით, ტყვედ აყვანილია 12 სომეხი სამხედრო მოსამსახურე. ერევნის განცხადებით, დაღუპულია 15 სომეხი ჯარისკაცი.

ბაქოს განცხადებით, შეტაკებების შედეგად დაჭრილია რამდენიმე აზერბაიჯანელი სამხედრო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge