png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო კვირეულს გამართავს

  • საზოგადოება
  • 17.11.2021
  • 14:00
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო კვირეულს გამართავს

საქართველოს ბანკი „თბილისი - წიგნის მსფოლიო დედაქალაქის“ ფარგლებში ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის აღსანიშნად საიუბილეო კვირეული გაიმართება. დღეს 18 საათზე, ლიტერატურის მუზეუმის ორგანიზებით, ახალი ექსპოზიცია გაიხსნება, ხოლო 20 ნოემბერს  პოეტის საიუბილეო საღამო გაიმართება.

გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის საიუბილეო გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პოეტის ფოტოები, ლექსების ავტოგრაფები, ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, ნაწყვეტები დღიურიდან, პირადი წერილები, განცხადებები, ნახატები, მემორიალური ნივთები, აფიშები, პირადი წიგნები და ჟურნალ-გაზეთები. ექსპონატთა შორის იქნება მოსე თოიძის, გრიგოლ მესხის, ირაკლი თოიძის, თეოდორე ჩუდეცკის, ლევან ცუცქირიძის, მამია მალაზონიასა და გიგლა ფირცხალავას მიერ შესრულებული პორტრეტები. ასევე,  ლექსების ილუსტრაციები და კარიკატურები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი გალაკტიონის ბიუსტი.

ექსპოზიცია გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ქრონოლოგიურად ასახავს: ბავშვობას, სტუდენტობას, პირველი წიგნის გამოცემას. დამთვალიერებელი ასევე იხილავს  მასალას მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლის (ამჟამად, პოეტის სახლ-მუზეუმი) შესახებ, აფხაზეთში, ჩარგალში, მესხეთ-ჯავახეთსა და ვანში მოგზაურობაზე.   

გამოფენის ფარგლებში, ნაჩვენები იქნება გალაკტიონ ტაბიძის პირადი და საჯარო ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა.

20 ნოემბერს, 19 საათიდან კი, გუდიაშვილის მოედანზე, საიუბილეო საღამო გაიმართება, რომელიც სტუმრებს გალაკტიონის შემოქმედებას, როგორც ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის შთაგონების წყაროს, გააცნობს.

საღამოს ვახტანჯ ჯავახაძე, ნინო კასრაძე, ლაშა ბაქრაძე და ნესტან ნენე კვინიკაძე წაუძღვებიან.  ისინი მოგვითხრობენ გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან და უცნობ დეტალებზე.  წაიკითხავენ ნაწყვეტებს მისი შემოქმედებიდან.

სცენას გალაკტიონის საარქივო ფოტომასალის ინსპირაციით, მხატვარ გიორგი ჯინჭარაძის მიერ შექმნილი ილუსტრაციები გააფორმებს. საღამოს რეჟისორი დავით საყვარელიძეა, მუსიკოსები კი დავით ევგენიძე, ეკო დეისაძე, ანუშკა ჩხეიძე, სანდრო (ბიბიჩა) კვაჭაძე და ცოტნე ზედგინიძე.

ინფორმაციისთვის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომლის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია. პროექტი თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge