png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ყველა პატიმარს, ვინც შიმშილობს, მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა და მოვუწოდო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ - თეა წულუკიანი

  • კომენტარები
  • 17.11.2021
  • 20:18
ყველა პატიმარს, ვინც შიმშილობს, მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა და მოვუწოდო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ - თეა წულუკიანი

შიმშილობა აზიანებს ჯანმრთელობას, ამიტომ ის არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელსაც მე მივესალმებოდი, იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები მალე შეწყვეტენ პროტესტის ამ ფორმას, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, იზიარებს სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ შიმშილობის შეწყვეტის შესახებ.

„რასაკვირველია, ყველა პატიმარს აქვს შიმშილობის უფლება. ასევე, რასაკვირველია  და დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ შიმშილობა აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ ბუნებრივია, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ და არ შეიძლება, ამ მოწოდებას არ იზიარებდე ან არ ეთანხმებოდე. უფრო მეტიც, მინდა, ამ მოწოდებაში გავაერთიანო ყველა ის ადამიანი, ვინც პარლამენტის შენობაში ან პარლამენტის შენობის მიღმა შეუერთდა ამ პროცესს. შიმშილობა აზიანებს ჯანმრთელობას, ამიტომ ის არ არის პროტესტის ის ფორმა, რომელსაც მე მივესალმებოდი, იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები მალე შეწყვეტენ პროტესტის ამ ფორმას. პროტესტისთვის მრავალი სხვა ფორმა არსებობს და რასაკვირველია, შეიძლება, სხვა უფრო რბილი ფორმების გამოყენება, რათა პროტესტი, შესაბამისად, ის აზრი და პოზიცია, რომლისთვისაც ის პროტესტია, გამოხატულ იქნას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ამჟამად არ არსებობს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი.

"მინდა, საზოგადოების ყველა იმ ჯგუფს, რომელიც შეიძლება, მწვავედ იყოს ჩემს პოლიტიკურ გუნდთან დაპირისპირებული, თუნდაც პირადად ჩემთან, ვუთხრა რომ, არ არსებობს არავითარი განგაშის საფუძველი. შეგიძლიათ, იყოთ მშვიდად, რადგან როგორც კი, და თუ გაჩნდება სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი, რა თქმა უნდა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა პენიტენციური სამსახური, ეს ამ შემთხვევაშიც გაკეთდება. ვიდრე  ეს არ კეთდება, ეს ნიშნავს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. ყველა პატიმარს, ვინც შიმშილობს, და დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილი არ არის დღეს ერთადერთი, ვინც საპატიმროებში შიმშილობს, მინდა, ვუსურვო ჯანმრთელობა და კვლავ მოვუწოდო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ. სახელმწიფო კი თავის ვალდებულებებს რა თქმა უნდა შეასრულებს", - თქვა წულუკიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge