png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სააკაშვილის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში - მარიამ ჯიშკარიანი

  • საზოგადოება
  • 19.11.2021
  • 00:48
სააკაშვილის მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში - მარიამ ჯიშკარიანი

ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, დღესვე გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში, - ამის შესახებ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ ცენტრ "ემპათიას" დამფუძნებელმა მარიამ ჯიშკარიანმა ისაუბრა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

"მდგომარეობა არის მწვავედ კრიტიკული. სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში. პირველი, არ ხორციელდება ჯანდაცვის სისტემისთვის დამახასიათებელი უწყვეტობა, არის მხოლოდ მორიგე პერსონალი. მისი მკურნალი ექიმი არ ფლობს იმ უნარებს, რომ მართული იყოს იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც არის ძალიან, კრიტიკულად მძიმე. შესაბამისად, აუციელებელია გადაყვანა. ჩვენს ექიმ ენდოკრინოლოგს არ მიეცა საშუალება, შეემოწმებინა პაციენტი. ასევე, ჩვენს ექსპერტ ფსიქიატრს არ მიეცა შესაძლებლობა, შეემოწმებინა. მხოლოდ მე და რეანიმატოლოგმა შევამოწმეთ.

ჩემი მონაცემებით, არის ცერებრო-ორგანული სინდრომისთვის დამახასიათებელი როგორც მწვავე ნიშნები, რაც ჩვენი აზრით გონების კარგვის ეპიზოდი არის გამოწვეული ცერებრო-ორგანული დისფუნქციით. და ამჟამადაც არის გამოხატული ცერებრო-ორგანული დისფუნქციის ნიშნები, რაც კატეგორიულად ითხოვს პაციენტის სტაციონირებას ადეკვატურ კლინიკაში.

ნევროლოგი არ ჰყავდათ, არ ჰყავდა ნევროლოგს ნანახი და მოწვეულ იქნა სახალხო დამცველის აპარატიდან ექსპერტი ნევროლოგი. რაც შეეხება სხვა მდგომარეობას, ჩვენ არ მოგვეცა დეტალურად შესწავლის საშუალება, გამოთხოვნილია სამედიცინო ბარათი...

ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა დღესვე გადაიყვამნონ ეს პაციენტი სამოქალაქო ტიუპის შესაბამის დაწესებულებაში. საჭიროებს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს, თავის ტვინის MRI, 3 ტესლა აპარატზე, სხვა ნაკლები არ შეიძლება..., - ამბობს ჯიშკარიანი.

მისივე თქმით, პალატის შესასვლელთან სამედიცინო პერსონალის ნაცვლად ფორმიანი პირები დგანან და სწორედ ისინი წყვეტენ, ვინ შეუშვან შიგნით და ვინ არა.

იმის რეგულირებას, ვინ შევა პაციენტთან და ვინ გამოვა, აკეთებს არა სამედიცინო პერსონალი, არამედ ფორმიანი ადამიანები, რაც დაუშვებელია კლინიკის ტერიტორიაზე. ...ინფორმაციას არ ფლობენ და ჩვენს ენდორკინოლოგს ვერ უთხრეს როგორი იყო გლუკოზის დონე გუშინ, როგორია დღეს. იქ, ასე ვთქვათ, ჩანაწერები არ შეესაბამება სტანდარტებს... პალატასთან არის არასამედიცინო პერსონალი და როდესაც სამედიცინო შემოწმებაა, არ შეიძლება არასამედიცინო პერსონალმა განკარგოს, ვინ შევა და ვინ გამოვა. ჩვენ სრულყოფილი შემოწმების საშუალება არ მოგვეცა..., - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge