png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

Global Finance-მა საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ 3 კატეგორიაში დაასახელა

  • ბიზნესი
  • 19.11.2021
  • 11:07
Global Finance-მა საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ 3 კატეგორიაში დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ციფრული ბანკინგის 3 მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა. აღნიშნული კატეგორიებია: ონლაინ მომსახურება ინვესტიციების სამართავად, პროდუქტების შეთავაზება ონლაინ, ონლაინ საკრედიტო მომსახურება.

"World's Best Digital Corporate/Institutional Banks 2021" და "World's Best Digital Consumer Banks 2021" ჯილდოს პირველი რაუნდის ფარგლებში, საქართველოს ბანკი უკვე გამოვლინდა საქართველოს და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესოდ 11 კატეგორიაში. ხოლო მეორე რაუნდში, ბანკმა 3 კატეგორიაში პირველობა მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვა.

"საქართველოს ბანკი აგრძელებს ციფრული ინოვაციების კვალდაკვალ განვითარებას. ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია ვუსმინოთ მომხმარებლებს. სწორედ მათი სურვილებისა და საჭიროებების გათვალისწინებით შევქმენით ის სერვისები თუ პროდუქტები, რომლებმაც მსოფლიო დონის აღიარება და გამარჯვება მოგვიტანა. მათ შორის: ონლაინ განვადების ფუნქციონალი; პერსონიზირებული საბანკო და არასაბანკო შეთავაზებები mBank-ში; ბიზნეს ინტერნეტბანკის განახლებული ფუნქციონალი და მრავალი სხვა. აღნიშნული ჯილდოები ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც ქმნის და მოიხმარს საქართველოს ბანკის ციფრულ პროდუქტებს. მადლობა მსოფლიოში საუკეთესო გუნდს და მადლობა ერთგულ მომხმარებელს, რომელიც გვირჩევს ჩვენ", - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ჯილდოს მოსაპოვებლად, ბანკები მონაწილეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებდნენ. საქართველოს ბანკთან ერთად, გამარჯვებულებს შორის არიან ისეთი საერთაშორისო ბანკები, როგორიცაა: Citi, Eurobank, Sberbank, და სხვ. გამოცემამ ბანკებს ჯილდოები მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, Infosys -ის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით მიანიჭა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge