png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თქვენ მე გადამარჩინეთ გარდაუვალ სიკვდილს - სააკაშვილის მადლობის წერილი

  • პოლიტიკა
  • 19.11.2021
  • 22:23
თქვენ მე გადამარჩინეთ გარდაუვალ სიკვდილს - სააკაშვილის მადლობის წერილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მადლობის წერილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან - მოშიმშილე პატიმარი მხარდაჭერისთვის მადლობას უთვლის ყველას - ექიმებს, სახალხო დამცველს, ინსპექტორის სამსახურს, მედიას და საზოგადოებას:

სააკაშვილმა ბოდიში მოუხადა მათ, ვისაც მისი შიმშილობის გამო ზიანი მიადგა.

ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო და თანამებრძოლებო! მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ უპრეცენდენტო სოლიდარობისთვის და ჰუმანურობისთვის. მეც კი, რომელსაც ყოველთვის მჯეროდა ჩემი ხალხის, გაოგნებული ვარ ჩემი ერის გვერდში დგომის უნარით და ჰუმანურობით. თქვენ, ვისაც ამდენი პრობლემა გაქვთ ყოველდღიურად, ყველაფერი გვერდზე გადადეთ და მთლიანად დაკავდით ჩემი საკითხით და მსოფლიოში ასეთი რეზონანსი არასდროს არ გამოგიწვევიათ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის...

აქვე მინდა, ბოდიში მოგიხადოთ ჩემს მიერ უნებლიედ მიყენებული სტრესისთვის, რომელიც მიადგა მთავრობის გულქვაობის პირობებში ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის მუდმივად მასმედიაში გაშუქებას. ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს"- წერს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის "დროას" ლიდერს, რომელმაც შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში ერტაპირებას დათანხდა:

დიდი მადლობა ელენე ხოშტარიას გმირობისთვის, ჩვენს ეროვნულ სიამაყეს პაატა ბურჭულაძესა და ჩვენს ყველა დონის დეპუტატებს სოლიდარობის ნიშნად შიმშილობისთვის. რაც მთავარია, ყველაზე დიდი მადლობა უბრალო და სინამდვილეში, ყველაზე გამორჩეულ და განსაკუთრებულ მოქალაქეებს სიცივეში დგომისთვის, თუ შიმშილობის აქტებისთვის, პეტიციების ხელმოწერებისთვის, თუ სხვა ტიპის მხარდაჭერისთვის.

უზარმაზარი მადლობა მთელს საექიმო თანამეგობრობას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ქართველ ექიმებს, რომლებმაც უმაღლესი პროფესიული წესიერება და კვალიფიკაცია გამოიჩინეს.

მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს გვერდში დგომისთვის და ძალიან დიდი ბოდიში მიყენებული ნერვიულობისთვის. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, მხარდამჭერებს და საერთაშორისო მედიას ჩემი სიცოცხლის უფლების ბრძოლისთვის და რაც მთავარია, ჩემი სამშობლოს ინტერესების დაცვისთვის.

განსაკუთრებული და უზარმაზარი მადლობა ნინო ლომჯარიას და მის არაჩვეულებრივ გუნდს. ასევე, უკრაინის სახალხო დამცველს, განსაკუთრებით კი უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინელ ხალხს.

დიდი მადლობა სახელმწიფო ინსპექტორის ოფისს, ყველა კონსილიუმს და თითოეული კონსილიუმის წევრს, მადლობა ყველას, ყველას, ყველას, თქვენ მე გადამარჩინეთ გარდაუვალ სიკვდილს.

პირადი და განსაკუთრებული მადლობა ქართულ თავისუფალ მედიას, დღეისთვის ამ ქვეყნის მომავალზე, ყველაზე გამორჩეულად, თავდადებულად და რაც მთავარია, წარმატებულად მებრძოლ ინსტიტუციას", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge