png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

23 ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილისადმი "არაადამიანურ მოპყრობაზე" პასუხისმგებელ პირთა სანქცირების საკითხის განხილვას ითხოვს

  • პოლიტიკა
  • 19.11.2021
  • 23:15
23 ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილისადმი "არაადამიანურ მოპყრობაზე" პასუხისმგებელ პირთა სანქცირების საკითხის განხილვას ითხოვს

23 ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებით მიმართავს ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელს.

ერთობლივ წერილში ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მის მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების გამო.

ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილისადმი "არაადამიანურ მოპყრობაზე" პასუხისმგებელ პირთა სანქცირების საკითხის განხილვას ითხოვენ.

ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებით, იმის მიუხედავად, დამნაშავე არის თუ არა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებში, სააკაშვილის უფლებები და ღირსება დაცული უნდა იყოს.

"მიუხედავად იმისა, სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებში, მისი ღირსება და უფლებები დაცული უნდა იყოს. როგორც სჩანს, მას უარი ეთქვა ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე პოლიტიკური საფუძველით. ასევე, საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარი უთხრა მას დასწრებოდა საკუთარ სასამართლო პროცესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში“, - ვკითხულობთ წერილში.

ევროპარლამენტარები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, ევროპელ პოლიტიკოსებს უარი უთხრეს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლაზე.

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ მიუხედავას სააკაშვილის საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ჩართვისა, ევროკავშირმაც უნდა მიიღოს ზომები.

"რადგან არსებობს გამოუსწორებელი ზიანის საშიშროება, ევროკავშირმა უნდა განიხილოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილე პირების სანქცირების საკითხი", - წერენ ევროპარლამენტარები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge