png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სამწუხაროა, იმის ყურება, როგორ აიძულებს პროპაგანდისტული მანქანა თავისუფალ საქართველოში ახალგაზრდა ჟურნალისტებს სახალხო კომისრების მეთოდებით მუშაობას - იუსტიციის მინისტრი

  • კომენტარები
  • 21.11.2021
  • 18:08
სამწუხაროა, იმის ყურება, როგორ აიძულებს პროპაგანდისტული მანქანა თავისუფალ საქართველოში ახალგაზრდა ჟურნალისტებს სახალხო კომისრების მეთოდებით მუშაობას - იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება და მას ცილისმწამებლურს უწოდებს.

მინისტრის თქმით, სიუჟეტში მოთხრობილია, რომ თითქოს ის სარდაფიდან გაიპარა, რაც სიცრუეა. ამის დასტურად კი რატი ბრეგაძე აქვეყნებს ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ იგი საცხოვრებელ კორპუსს სადარბაზოს მეშვეობით ტოვებს.

"შაბათის ფორმულაში გავიდა ცილისმწამებლური სიუჟეტი სახელწოდებით : "სარდაფიდან გაქცეული მინისტრი". მე პარასკევს მოვუწოდე ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტს, რომ წარმოედგინათ მტკიცებულებები და დაესაბუთებინათ ბრალდება, რომლის თანახმადაც თითქოს სარდაფიდან გავიპარე. კორპუსის იდუმალებით მოცული სარდაფიდან გაქცევის კადრების ნაცვლად კი შაბათს ვიხილეთ საბჭოთა პროპაგანდის კლასიკური ნიმუში, რომლის მიზანიც იმაში მდგომარეობს, რომ ხალხის მტრად გამოცხადდეს ყველა ვისაც განსხვავებული შეხედულება აქვს.

სამწუხაროა, იმის ყურება თუ როგორ აიძულებს პროპაგანდისტული მანქანა 21-ე საუკუნის თავისუფალ საქართველოში ახალგაზრდა ჟურნალისტებს სახალხო კომისრების მეთოდებით მუშაობას.

იმის დასტურად, რომ მთელი სიუჟეტი ტყუილზეა დაფუძნებული, წარმოგიდგენთ უწყვეტ კადრს, რომელზეც ჩემს კორპუსთან ნათლად დაინახავთ ჯერ ფორმულას მანქანას, იხილავთ თუ როგორ შედის ტელეკომპანიის თანამშრომელთა ჯგუფი სადარბაზოში და როგორ ტოვებს ტერიტორიას. ბოლოს ნახავთ და დარწმუნდებით, რომ სახლიდან, როგორც ყოველთვის, ამჟამადაც სადარბაზოდან გამოვდივარ.

ამ გადაცემაში იმხელა დოზით იყო სიცრუე რომ ე.წ ფეიკ ნიუსის სტანდარტებსაც კი გასცდა და სიყალბის ახალი მწვერვალი დაიპყრო.

არა უშავს, შეუმცდარი არავინაა. მაყურებლის მოტყუებას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ადამიანის დაუმსახურებელ შეურაცხყოფას ბოდიში შველის, რასაც ვაჟკაცობა და გამბედაობა სჭირდება!", - წერს რატი ბრეგაძ

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge