png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნების საკითხის გარშემო - ნიკა მელია

  • პოლიტიკა
  • 23.11.2021
  • 21:15
ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნების საკითხის გარშემო - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნების საკითხის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.

მისი თქმით, ცვლილებები ერთადერთი გამოსავალია, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება.

„მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გარშემოც ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, არის ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნები. საზოგადოების თითოეულმა წარმომადგენელმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად და სწორად უნდა გაიგოს, თუ რატომ ითხოვს განსხვავებული, მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრი ვადამდელ, სრულად პროპორციულ არჩევნებს და დაბალ ბარიერს. ცვლილებები არის ერთადერთი გამოსავალი. საზოგადოება ძალიან მალე მიხვდება, რომ მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი კოლექტიური პრობლემების გადაჭრა, რომელიც ყველას, თქვენც, მეც და ყველა ადამიანს აწუხებს.

ასევე, საზოგადოება დარწმუნდება, რომ ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნები არ გულისხმობს რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის, ორი ან სამი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას. ეს არის ამოცანა, რომლის შესრულებისთვის იბრძვის არა ნაწილი ან მთლიანი ოპოზიციური სპექტრი, არამედ ეს არის ერთადერთი გზა, რომ წუმპედან ამოვიდეს სახელმწიფო და გაუსაძლისი აწმყო, საქართველოს თითოეული მოქალაქის ყოფა შეიცვალოს კეთილდღეობით. მერწმუნეთ, ცვლილებებს წინ ვერაფერი დაუდგება.

დაახლოებით როგორი კონსოლიდაცია და ერთობა მაქვს მხედველობაში? ისეთი, როგორიც რამდენიმე დღის წინ სახეზე იყო, როდესაც საქართველოს განსხვავებული  მოქალაქეები, თავის პოლიტიკურ შეხედულებებშიც კი განსხვავებულები, ყველა დადგა და ერთხმად თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია არ უნდა მოკლას რეჟიმმა. სულ უფრო და უფრო ცხადი ხდებოდა ეს ხმა. იქ, სადაც სიმართლე იყო და არ იყო თვალთმაქცობა, მთელი ერი გაერთიანდა. სწორედ ეს მოხდება უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა ნიკა მელიამ, რომლის თქმითაც, სამოქმედო სტრატეგიასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას კვირის ბოლოს წარადგენს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge