png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლაგოდეხში სასტუმრო „გალილეო“ გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 24.11.2021
  • 13:42
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლაგოდეხში სასტუმრო „გალილეო“ გაიხსნა

საქართველოს ბანკი რეგიონში ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ჩართულობით ლაგოდეხში ოთხ სართულიანი სასტუმრო „გალილეო“ გაიხსნა, რომელიც წარმატებით ოპერირებს. 12 ნომრიან სასტუმროს ერთდროულად 40 სტუმრის მიღება შეუძლია, რომელსაც ორ, სამ და ოთხ ადგილიან, კეთილმოწყობილ ნომრებს სთავაზობს. სასტუმრო დაცული ტერიტორიების მოსაზღვრედ მდებარეობს, რაც იქ მისულ დამსვენებელს აძლევს შესაძლებლობას, ფეხით ეწვიოს ლაგოდეხის ნაკრძალს და სასიამოვნოდ გაატაროს დრო ტყეში.  პროექტის ჯამური ღირებულება - 1 500 000 ლარია, ხოლო ბანკის მხრიდან გაცემული ინვესტიცია კი 440 000 ლარს შეადგენს. თანხა სრულად მოხმარდა სასტუმროს მშენებლობის დასრულებას.

„მოხარული ვართ, რომ გვერდით გვიდგას ისეთი ერთგული გულშემატკივარი, როგორიც საქართველოს ბანკია. სწორედ ბანკის მხარდაჭერით წარმატებით ვიღებთ ვიზიტორებს და უკვე გაფართოებასაც ვგეგმავთ. ახალი სასტუმროს მშენებლობისთვის მიწაც შეძენილი გვაქვს. ამ ეტაპზე მოსულ სტუმრებს ვთავაზობთ ღია საცურაო აუზებს, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე არასრულწლოვნებისთვის, ასევე გემრიელ სამზარეულოს და ცოცხალ მუსიკას. სასტუმროს აქვს ლამაზი ვერანდა“- განაცხადა სასტუმრო  „გალილეოს“ დირექტორმა, თემური ტეფნაძემ.

„სასიამოვნოა როცა ხედავ, როგორ ფართოვდება და ძლიერდება ბიზნესი. სასტუმრო „გალილეო“ არათუ წარმატებით ოპერირებს, არამედ სამომავლო განვითარებას გეგმავს და ამისათვის უკვე გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. გვჯერა, რომ სწორედ ასეთ პერსპექტიულ ბიზნესებს შეუძლია მდგრადი პროექტების განხორციელება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რეგიონის გაძლიერება. ჩვენ კი ვცდილობთ არ გავჩერდეთ რომ  ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიზნესისთვის საჭირო სერვისისა და პროდუქტის შეთავაზებით“,-განცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge