png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ადამიანურად და კაცურად ვალერი გელაშვილი მართლაც საცემი იყო, მაგრამ დანაშაული იყო ის, რომ სპეცრაზმმა სცემა - ნინო ბურჯანაძე

  • კომენტარები
  • 24.11.2021
  • 16:11
ადამიანურად და კაცურად ვალერი გელაშვილი მართლაც საცემი იყო, მაგრამ დანაშაული იყო ის, რომ სპეცრაზმმა სცემა - ნინო ბურჯანაძე

ვალერი გელაშვილის საქმე არ არის გამოძიებული ბოლომდე და როგორ შეიძლება, პრეზიდენტი დაადანაშაულო და მიუსაჯო იმ საქმეზე, რომელიც გამოძიებული არ არის, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში.

მისი თქმით, ვალერი გელაშვილის საქმეზე მიშასთვის მისჯა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალერი გელაშვილის ცემის შემსრულებელი დაადებს ხელს ან მიშა სააკაშვილს, ან თავის უფროსს, რომელიც მერე იტყვის, რომ ეს ბრძანება სააკაშვილმა მისცა .

„და, ბურჯანაძე რომ ამბობს სასამართლოზე, რომ ეს ცუდი იყო და მე მიშას ვუთხარი, რომ თუ შენ ეს იცოდი და ამას ხელი არ შეუშალე, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა და არასწორი ნაბიჯია-მეთქი. უკაცრავად, ამას ახლაც გავიმეორებ. ვალერი გელაშვილს მე ისიც ვუთხარი, რომ საცემი იყავი, მაგრამ მე გცემდი ერთი-ერთზე-მეთქი, კაცი რომ ვყოფილიყავი-თქო რა და თუ ვინმემ სპეცრაზმი გამოგიგზავნათ, ძალიან არაკაცურად და ცუდად მოქცეულა-მეთქი. ახლაც იგივეს ვიმეორებ, სამწუხაროდ, ბატონმა ვალერი გადალახა რაღაცა ცოლ-ქმრული ზღვარი, ადამიანური ზღვარი, პოლიტიკური ზღვარი და ისეთი რამე იკადრა, ადამიანურად და კაცურად ის მართლაც საცემი იყო, მაგრამ დანაშაული იყო ის, რომ სპეცრაზმმა სცემა და მე ეს ვუთხარი სააკაშვილს, რომ თუ შენ ეს იცოდი და ეს შენგან მოდის, ეს არის დანაშაული და ეს არის უპატიებელი მეთქი, მაგრამ მე არ ვიცი, ეს მისგან მოდიოდა თუ არა. მას ჩემთვის არც დაუდასტურებია და არც უარყვია“, - თქვა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, 2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

​მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge