png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მაგდალენა ანდერსონი, რომელიც შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა, რამდენიმე საათში თანამდებობიდან გადადგა

  • მსოფლიო
  • 24.11.2021
  • 23:30
მაგდალენა ანდერსონი, რომელიც შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა, რამდენიმე საათში თანამდებობიდან გადადგა

მაგდალენა ანდერსონი, რომელიც შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა, რამდენიმე საათში თანამდებობიდან გადადგა.

შვედეთის რადიოს ინფორმაციით, გადადგომის მიზეზი „მწვანეთა“ პარტიის მიერ კოალიციის დატოვება გახდა, სადაც ის ანდერსონის სოციალ-დემოკრატების პარტიასთან ერთად იყო. აღნიშნული გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტმა ქვეყნის ბიუჯეტი არ დაამტკიცა.

მთავრობის მიერ შეთავაზებული ბიუჯეტის დამტკიცება ოპოზიციის ვარიანტის სასარგებლოდ გადაიდო. ოპოზიციას წარმოადგენს პროპოპულისტური პარტია „შვედი დემოკრატები“.

ანდერსონმა განაცხადა, რომ შეძლებდა ქვეყნისა და ოპოზიციის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის მართვას, თუმა „მწვანეთა’“ პარტიამ კოალიცია იმის გამო დატოვა, რომ ბიუჯეტის მომზადებაში „შევედი დემოკრატები“ მონაწილეობდნენ.

ამრიგად, პარლამენტის თავმჯდომარე დაიწყებს ახალი მოლაპარაკებების რაუნდს პარტიის ლიდერებთან. ამ მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, ანდერსონის კანდიდატურა კვალავ დადგეს პარლამენტში კენჭისყრაზე.

როგორც „როიტერი“ იუწყება, მისი შანსები პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასაბრუნებლად საკმაოდ მაღალია: „მწვანეები“ მზად არიან მის კანდიდატურას კვლავ მხარი დაუჭირონ, ცენრტრისტულმა პარტიამ კი განაცხადა,  ომ ხმის მიცემის დროს თავს შეიკავებს, რაც ფაქტობრივად მხარდაჭერას ნიშნავს. ანდეროსნისთვის ხმის მიცემას აპირებს მემარცხენეთა პარტიაც.

იმის მიუხედავად, რომ ეს სამი პოლიტიკური ძალა ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდა, მზად არის გაერთიანდეს, რათა ხელისუფლებაში არ დაუშვას „შვედი დემოკრატები“. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შვედეთს ყავდეს მთავრობა, რომელიც არ დაეყრდნობა „შვედ დემოკრატებს“, - განაცხადა ცენტრისტების ლიდერმა ანი ლიოფმა.

თუ ეს გეგმა რეალიზდება, ანდერსონი უმცირესობის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ ფორმირებული მთავრობის მეთაური გახდება.

დღეს, "სოციალ-დემოკრატების" ლიდერი, მაგდალენა ანდერსონი შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge