png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ვიმედოვნებ, უკრაინა არ დაადგება მიხეილ სააკაშვილის გზას და 2008 წლის აგვისტოს მაგალითს არ გაიმეორებს - სერგეი ლავროვი

  • პოლიტიკა
  • 30.11.2021
  • 18:01
ვიმედოვნებ, უკრაინა არ დაადგება მიხეილ სააკაშვილის გზას და 2008 წლის აგვისტოს მაგალითს არ გაიმეორებს - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვო ამბობს, რომ იმედი აქვს, უკრაინა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გზას არ დაადგება. მან ამის შესახებ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

 „იმედი მაქვს, რომ უკრაინის ახლანდელი ხელისუფლება არ დაადგება მიხეილ სააკაშვილის გზას და 2008 წლის აგვისტოს მაგალითს არ გაიმეორებს“, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსნებთ, სერგეი ლავრივმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის საზღვრებთან სამხედრო ტექნიკას ანთავსებს.

 „ჩვენი საზღვრების სიახლოვეს ნატო-ს ქვეყნების, მათ შორის ამერიკისა და ბრიტანეთის, საბრძოლო ტექნიკისა და დანაყოფების გადასროლა ხდება. უკრაინაში, დონბასში, შეხების ხაზზე აკუმულირებულია სულ უფრო მეტი ძალები და საშუალებები დასავლელი ინსტრუქტორების მზარდი რაოდენობის მხარდაჭერით“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები ახდენენ ანტირუსული ქმედებების პროვოცირებას და მისივე თქმით, კიევი, შესაძლოა, „სამხედრო ავანტიურაზე წამოაგონ.“

ამასთან, ლავროვი აცხადებს, რომ დიდი ხანია დასავლეთი აქეზებს სხვა სახელმწიფოებს ანტირუსული ქმედებებისკენ. „ნატო-ში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჩათრევა ამისი ნათელი მაგალითია“, - ამბობს ლავროვი. მისი თქმით, ალიანსმა და მისმა მოკავშირეებმა ძალიან კარგად იციან ამ ქვეყნების მიმართ მოსკოვის დამოკიდებულება.

ცოტა ხნის წინ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა გამოცემა Military Times-ს განუცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა და იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.

ამასთან, აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა მოკავშირეები გააფრთხილეს, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ რუსეთს ხელი შეუშალონ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge