png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ვისურვებდი, მწვანე პასპორტები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გავრცელდეს - ბიძინა კულუმბეგოვი

  • საზოგადოება
  • 01.12.2021
  • 21:05
ვისურვებდი, მწვანე პასპორტები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გავრცელდეს - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, არსებობს ეპიდემიოლოგიური ვითარების გაკონტროლების ორი ძირითადი შესაძლებლობა – შემზღუდავი ღონისძიებები ან ქვეყანაში ვაქცინაციის წარმატება.

კულუმბეგოვის განმარტებით, მწვანე პასპორტები გარკვეულ იმედს იძლევა, თუმცა მიაჩნია, რომ მისი მოქმედების არეალი უნდა გაფართოვდეს.

„ის რეალური შედეგი, რაც ახლა არსებობს, რაც ძალიან სავალალო და ტრაგიკულია ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რაც ქვეყანაშია. ერთი მხრივ, მწვანე პასპორტები, რომელიც დღეს ამოქმედდა, გვაძლევს იმის იმედს, რომ იმ სივრცეებში, სადაც ინფექცია ყველაზე ხშირად ტრიალებს და გენერირდება, უფრო მეტად იქნება გაკონტროლებული, თუმცა ვისურვებდი, რომ მწვანე პასპორტების მოქმედების არეალი უფრო ფართო იყოს. ის იყოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე მოეთხოვებოდეს იქ დასაქმებულ ადამიანებს, სადაც არის კვების ობიექტები, თუნდაც მაღაზიები და ა.შ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს იქნება შემდგომი ნაბიჯი, რადგან სხვანაირად ეპიდემიაზე მწვანე პასპორტების გავლენა ისეთი თვალსაჩინო ვერ იქნება…საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ალბათ უნდა გავრცელდეს. მესმის, რომ ამას შეიძლება, ტექნიკური სირთულე ახლდეს თან. არ არის აუცილებელი, ამაზე ყველა მგზავრი იყოს შემოწმებული, უბრალოდ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ტრანსპორტში დავუშვებთ მხოლოდ მწვანე პასპორტის მქონე მოქალაქეებს, ამიტომ, რაც უფრო სწრაფად განხორციელდება ეს, ეპიდემიოლოგურ სიტუაციას წაადგება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge