png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ევროპის ცენტრალური ბანკი ევროს ბანკნოტების დიზაინის შეცვლას გეგმავს

  • მსოფლიო
  • 06.12.2021
  • 15:23
 ევროპის ცენტრალური ბანკი ევროს ბანკნოტების დიზაინის შეცვლას გეგმავს

ევროპის ცენტრალური ბანკი ევროს ბანკნოტების დიზაინის შეცვლას გეგმავს, ევროპის ქვეყნების მოქალაქეებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ. პროცესი, სავარაუდოდ, 2024 წლისთვის დასრულდება.

აღნიშნულის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებაშია ნათქვამი.

რედიზაინის პროცესი დაიწყება ფოკუს-ჯგუფის შექმნით, რომელსაც დაევალება ხალხის მოსაზრებების შეგროვება მთელი ევროზონის მასშტაბით ევროპის მომავალი ბანკნოტების შესახებ.

ამასთან, შეიქმნება თემატური საკონსულტაციო ჯგუფი, რომელშივ შევა ევროზონის თითოეული ქვეყნის თითო ექსპერტი.

საკონსულტაციო ჯგუფის წევრები უკვე დანიშნულნი არიან ევროზონის ნაციონალური ცენტრალური ბანკების შეთავაზებების საფუძველზე. ჯგუფის წევრები წარმოადგენენ სხვადასხვა სფეროს - ისტორიას, საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებებს, გამომსახველობით ხელოვნებასა და ტექნოლოგიას.

 „ევროს ბანკნოტები არსად გაქრება. ის სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენ ევროპაში ერთად ვართ, განსაკუთრებით კრიზისის დროს და მასზე კვლავ დიდი მოთხოვნაა. 20 წლის შემდეგ დადგა დრო გადავხედოთ ჩვენი ბანკნოტების გარეგნულ მხარეს, რათა გავხადოთ ის უფრო შესაფერისი ყველა ასაკისა და წარმომავლობის ევროპელისთვის“, - განაცხადა ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა.  

ევროს ბანკნოტის თანამედროვე დიზაინი დაფუძნებულია „ეპოქისა და სიტილის“ თემაზე, რომელიც წარმოდგენილია ფანჯრებით, კარის ღიობებითა და ხიდებით.

ექსპერტების აზრით, ევროს ბანკნოტების დიზაინი პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხია. მაგალითად, ბანკნოტებზე ცნობილი პოეტების, კომპოზიტორების ან ნაგებობების გამოსახვისას არსებობს რისკი იმისა, რომ ამა თუ იმ სახელმწიფომ, შესაძლოა, იფიქროს, რომ  ის საკმარისად არ არის წარმოდგენილი ან დაფასებული.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge