png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვემსახუროთ თბილისს და ამ ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს - კახა კალაძე

  • საზოგადოება
  • 09.12.2021
  • 12:04
ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვემსახუროთ თბილისს და ამ ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის ახალ შემადგენლობას ავალებს, მოქალაქეებთან ყოველკვირეული კომუნიკაცია იქონიონ.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, გამგეობებში მოქალაქეთა მიღება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს უნდა გაიმართოს და მათ პრობლემებს მოუსმინონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობის წევრებს ჰქონდეთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მხარდაჭერა-თანადგომა და იცოდეთ, რომ ეს ასეც იქნება, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ - ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ვემსახუროთ თბილისს და ამ ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. შეიძლება ბევრისთვის მერობა, დედაქალაქის მთავრობის წევრობა გარკვეული თანამდებობა იყოს, მაგრამ პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, თქვენც ეს ძალიან კარგად გაქვთ გათავისებული, ეს არის თბილისელების მსახურება. ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელიც ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვანიჭა, ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული. ჩვენთვის ყველაზე მთავარია საქმე და იმ პრობლემებს, რომელიც ქალაქში არსებობს, ღირსეული პასუხი და რეაგირება სჭირდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა მთავრობის წევრებს სთხოვა, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოთხოვნა კანონს ეწინააღმდეგება, ეს ყველაფერი მოქალაქეებს აუხსნან.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მოქალაქეთა ჩართულობა იმ პროექტებში, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. მოქალაქეების მოსმენა, თუ ვის რა უჭირს, რა თანადგომაა საჭირო. ამიტომ, გამგებლებს გავალებთ, რომ გამოყოთ კვირაში ორი დღე - ხუთშაბათი-პარასკევი, რომელიც იქნება მოქალაქეების მიღების დღეები და მოვუსმინოთ მათ. კარგად მესმის, რომ რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, მაგრამ როცა რაღაცას ვერ ვუკეთებთ ან რაღაც შეიძლება კანონს ეწინააღმდეგებოდეს, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი და იცოდეს, რატომ ვერ სრულდება კონკრეტული მოთხოვნა, რომელიც მას აქვს და რატომ ვერ კეთდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს იწარმოებს დედაქალაქის მერიაშიც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge