png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რა შერიგება, რის შერიგება? – მარტივია, ჩვენ ცხოვრება უნდა დავიწყოთ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, წერტილი - გრიგოლ ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 14.12.2021
  • 12:20
რა შერიგება, რის შერიგება? – მარტივია, ჩვენ ცხოვრება უნდა დავიწყოთ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, წერტილი - გრიგოლ ვაშაძე

რა შერიგება, რის შერიგება? – მარტივია, ჩვენ ცხოვრება უნდა დავიწყოთ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, წერტილი, - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე.

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა შემოიტანოს საკონსტიტუციო ცვლილებები ზუსტად ისე, როგორც შეთანხმებული იყო შარლ მიშელის დოკუმენტით და ოპოზიცია პარლამენტში მაშინვე დაბრუნდება.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი პოზიცია საქართველოს მოქალაქეების სულ მცირე 90 პროცენტის მოსაზრებას ემთხვევა. კატეგორიულად არ მომწონს, სულელური სიტყვა – შერიგება. გეგონება, ქვიშის ორმოში ბავშვები თამაშობენ, ფორმები ვერ გაიყვეს, ერთმანეთს დასცხეს და ახლა დედებმა უნდა შეარიგონ. რა შერიგება, რის შერიგება? – მარტივია, ჩვენ ცხოვრება უნდა დავიწყოთ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, წერტილი. თუ ცხოვრებას კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად დავიწყებთ, ყველაფერი გასაგები იქნება. ასე მთელი სახელმწიფო არ ცხოვრობს. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ზუსტად ხელისუფლებას აქვს. რა თქმა უნდა, ოპოზიციასაც. შარლ მიშელის დოკუმენტი აიღეთ და ნახავთ. ისეთი კარგია დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნა, როცა პარტიული მესიჯბოქსი კისერზე აღარ გაწევს და შეგიძლია, სიმართლეზე სიმართლე ილაპარაკო. შემოიტანონ საკონსტიტუციო ცვლილებები ზუსტად ისე, როგორც შეთანხმებული იყო შარლ მიშელის დოკუმენტით და ოპოზიცია პარლამენტში იმ წუთასვე დაბრუნდება. ამას ოქსფორდის განათლება რად უნდა?“, – განუცხადა პირველ არხს გრიგოლ ვაშაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge