png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება

  • პოლიტიკა
  • 15.12.2021
  • 11:11
ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობის მიღებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს ნატო-ს შტაბბინაში უმასპინძლებს.

ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია, იქიდან გამომდინარე, რომ ნათელია, როგორია ფონი რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებთან და განცხადებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ნატოში.

მისი შეფასებით, მთლიანად ალიანსის წევრები, გენერალური მდივნიდან დაწყებული, ოცდაათივე წევრი ქვეყნის ლიდერებით დამთავრებული, ერთმნიშვნელოვნად და ერთხმად უჭერენ მხარს იმას, რომ საქართველომ და უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტონ, თუ რომელ ალიანსს შეუერთდებიან.

„არც ერთ მხარეს არ ექნება იმის საშუალება, რომ ვეტო დაადოს ამ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, საუბარი იქნება ჩვენს მომავალ თანამშრომლობასა და მის განვითარებაზე, რომელიც აისახება მადრიდის სამიტის მომზადებაში. ასევე, წინ გვაქვს თავდაცვისა და საგარეო მინისტერიალები. ახლა გავიარეთ რიგის მინისტერიალი ძალიან წარმატებით და შავი ზღვის უსაფრთხოების თემა ასევე მნიშვნელოვნად იქნება წამოწეული“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

შეხვედრის შემდეგ, მხარეები ჟურნალისტებისთვის კომენტარს გააკეთებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი განცხადებები თბილისის დროით 13:00 საათზეა დაგეგმილი.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge