png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მზად ვართ, განვამტკიცოთ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობები საზღვაო მიმართულებით და ინფორმაციის გაზიარების კუთხით - იენს სტოლტენბერგი

  • პოლიტიკა
  • 15.12.2021
  • 14:37
მზად ვართ, განვამტკიცოთ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობები საზღვაო მიმართულებით და ინფორმაციის გაზიარების კუთხით - იენს სტოლტენბერგი

მზად ვართ, განვამტკიცოთ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობები საზღვაო მიმართულებით და ინფორმაციის გაზიარების კუთხით, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ნატოს და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებთ, ნატოს მოკავშირეებმა კი რიგაში მტკიცედ დაადასტურეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ურყევია.

„ბატონო ირაკლი, მიხარია, რომ კვლავ გმასპინძლობთ ნატოს სათაო ოფისში. ჩვენ საქართველოს მჭიდრო პარტნიორები ვართ და საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. მოკავშირეებმა რიგაში მტკიცედ დაადასტურეს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ურყევია. ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, დათმოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები და გაიყვანოს სამხედრო ძალები. დღეს ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის არსებობის და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. ვთანხმდებით, რომ ნატო ფხიზლად იქნება და რეგიონში ესკალაციას თავიდან აიცილებს. რუსეთს რეგიონში ნებისმიერი აგრესია ძვირად დაუჯდება. საქართველოს და უკრაინას უფლება აქვთ, თვითონ აირჩიონ თავიანთი მოკავშირეები და რუსეთს არ აქვს უფლება, რომ ამ ორი ქვეყნის არჩევანზე რაიმე გავლენა მოახდინოს. ევროპაში ჩვენ ვგრძნობთ, რომ ორივე ქვეყანა ისტორიის ნაწილია. ნატო გააგრძელებს პარტნიორებისთვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების უზრუნველყოფას. ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობები განვამტკიცოთ საზღვაო მიმართულებით და ინფორმაციის გაზიარების კუთხით“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge