png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ვინ (არ) დაესწრება ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებას

  • პოლიტიკა
  • 16.12.2021
  • 14:04
ვინ (არ) დაესწრება ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებას

დღეს, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღება გაიმართება.

პოლიტიკურმა პარტიებმა პრეზიდენტისგან მიწვევა უკვე მიიღეს.

ორი დღეა ქართული პოლიტიკურ სპექტრში სალომე ზურაბიშვილის მიწვევასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები გაისმის. პოლიტიკური პარტიების ნაწილი მიესალმება პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ ინიციატივას, თუმცა მათთვის [საახალწლო] ფორმატი მიუღებელია.

მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ორბელიანების სასახლეში გამართული მიღება ერთიანობისა და თანხმობისკენ მიმართული წინგადადგმული ნაბიჯია და მოწვევას თანხმობით პასუხობს.

როგორც ცნობილია, საახლწლო მიღებას "ქართული ოცნების" მხრიდან პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრება.

მიღებაზე დასწრებაზე უარს ამბობს "ნაციონალური მოძრაობა". პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, საახალწლო ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ახლა "ოცნებაც" და ოპოზიციაც არა საახალწლო მიღებებზე, არამედ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა ისხდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების განცხადებით, მზად არიან, პრეზიდენტთან უფრო საქმიან შეხვედრებს შეუერთდნენ.

ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებას არ დაესწრება პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია.

ხოშტარიას თქმით, პრაგმატულად არასწორია "პოლარიზაციის დაძლევის პროცესი ამ ფორმით მივიღოთ", თუმცა აღნიშნავს, რომ მზადაა ნებისმიერ ფორმატში მოისმინოს სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებები პროცესის შინაარსთან დაკავშირებით.

"მივიღე მოწვევა პრეზიდენტისგან საახალწლო წვეულებაზე. პირველ რიგში, დიდი მადლობა პრეზიდენტს. გასაგებია ეს ჟესტი და დასაფასებელი. საახალწლო წვეულებაზე ვერ მივალ. სამწუხაროდ, არ არის ჩვენთან დღეს ის რეალობა, რომ შევძლო შამპანურის მიჭახუნება ოცნების წარმომადგენლებთან“, - თქვა ხოშტარიამ.

მიღებას არ დაესწრება "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია. მისი განცხადებით, როდესაც ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირება მიმდინარეობს, არსებულ პირობებში სიმულაციის მომხრე არაა.

პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით კი, ოპოზიციამ პრეზიდენტის მიერ წარმოწყებულ პროცესს შანსი უნდა მისცეს.

"ვფიქრობ, პირველ რიგში, დღევანდელი მიღება არის ჟესტი მისი მხრიდან – ოპოზიციის დაპატიჟებაც და ჩვენი მხრიდან ვინც მიიღო ეს მოწვევა. დანარჩენს მომავალი აჩვენებს, როგორ წარიმართება პროცესი, რომელიც დააანონსა საქართველოს პრეზიდენტმა. ვფიქრობ, ამ პროცესს ჩვენ შანსი უნდა მივცეთ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პრეზიდენტის მიღებას ასევე დაესწრებიან დეპუტატი არმაზ ახვლედიანი, "სტრატეგია აღმაშენებელი", დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე, "გირჩი".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge