png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკისა და Sweeft Digital-ის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება

  • საზოგადოება
  • 17.12.2021
  • 15:38
 საქართველოს ბანკისა და Sweeft Digital-ის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება

საქართველოს ბანკი მომხმარებლისთვის უკეთესი სერვისის შეთავაზებისა და პერსონიზებული გამოცდილების შექმნის მიზნით, ციფრული ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ციფრული საბანკო პროდუქტების გამრავალფეროვნებისა და მომსახურების დახვეწის მიზნით, საქართველოს ბანკისა და Sweeft Digital-ის პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. ქართული საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანიისა და ბანკის კოლაბორაცია დისტანციური სერვისებისა და პროდუქტების კიდევ უფრო დახვეწას მოიცავს.

„Sweeft Digital, როგორც ქართველ, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და დეველოპერების მომსახურებას სთავაზობს. Sweeft-ის მაღალკვალიფიციური კადრების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ბანკთან კოლაბორაცია და ერთად საუკეთესო სერვისს ვქმნით მომხმარებლებისთვის“, - განაცხადა Sweeft Digital-ის დამფუძნებელმა, ვახო თურნავამ.

„საქართველოს ბანკი აგრძელებს საქმიანობაში ციფრული ინოვაციების ინტეგრირებას და იმ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, რასაც ციფრული ტექნოლოგიები გვთავაზობს. გრძელდება ჩვენი პარტნიორობაც Sweeft Digital-თან, იმისათვის, რომ მეტად გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენს მომხმარებელთან და მათ მაქსიმალურად პერსონიზებული მომსახურება შევთავაზოთ. თანამშრომლობის ფარგლებში, Sweeft-ის პროფესიონალ გუნდთან ერთად, უკვე არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება. მოხარული ვართ, რომ Sweeft-ის მხარდაჭერით გვაქვს წვდომა სწორედ იმ ადამიანურ რესურსზე, რომელიც ქვეყანაში საუკეთესო ციფრული საბანკო პროდუქტების შექმნაში გვეხმარება“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ქართული საერთაშორისო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანია Sweeft Digital-ი ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდებთან და მათ ისეთ სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა: აპლიკაციების შექმნა, ვებ-დეველოპმენტი, დიდი კომპანიების ავტომატიზაციის პროგრამებით და საკუთარი პროფესიონალი კადრით (პროგრამისტებით, დიზაინერებით, ანალიტიკოსებით და ა.შ.) უზრუნველყოფა და სხვა. დღეს, Sweeft-ი ესპანური საერთაშორისო კომპანია MAKING SCIENCE-ის ქოლგის ქვეშ ერთიანდება, 300-მდე ადამიანს ასაქმებს და 3 წლის განმავლობაში 1,200-მდე ქართველ დეველოპერს საერთაშორისო პროექტებზე დაასაქმებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge