png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას - "ემპათიას" დასკვნა სააკაშვილის მდგომარეობაზე

  • საზოგადოება
  • 18.12.2021
  • 21:23
დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას - "ემპათიას" დასკვნა სააკაშვილის მდგომარეობაზე

ცენტრმა "ემპათიამ" მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა VI შემაჯამებელი დასკვნის ნაწილი.

დასკვნის თანახმად, პაციენტ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მე - 3 პრეზიდენტს, ამჟამად პატიმრობაში მყოფს, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების შედეგად გახანგრძლივებული შიმშილობის შედეგად განუვითარდა შემდეგი დიაგნოზები:

1. Victims of torture and ill-treatment - Z 65.4 (წამების მსხვერპლი)

(ნეიროლეფსიურ სინდრომზე) –ICD თავი Y 40 – 59: სამკურნალწამლო საშუალებები, მედიკამენტები და ბიოლოგიური ნივთიერებები, რომლებიც წარმოადგენს არასასურველი რეაქციების მიზეზს მათი თერაპიული გამოყენების დროს: Y 49.5. სხვა ანტიფსიქოზური და ნეიროლეფსიური საშუალებები (Other antipsychotics and neuroleptics).

2. Effects of hunger: T73.0. (შიმშილობის ეფექტი/შედეგი)

მწვავე პერიოდში:

•  ვერნიკეს ენცეფალოპათია - E 51.2.;

•  გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით 20 წთ - ის განმავლობაში - დაუდგენელი და სხვა კონვულსიები - R 56.8.

•  დელირი, დემენციის ფონის გარეშე აღმოცენებული (მწვავე ორგანული ფსიქო - სინდრომი) – F 05.0.

•  ჰიპოვოლემიური სინდრომი (გაუწყლოება პლაზმის ან უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირება ჰიპოვოლემია (Dehydration Depletion of volume of plasma or extracellular fluid Hypovolaemia) – E 86.

•  სითხის, ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის სხვა დარღვევები (Other disorders of fluid, electrolyte and acid-base balance) – E 87.8.

ამჟამადაც აღენიშნება:

•  ვერნიკეს ენცეფალოპათია - E 51.2.;

•  დაუზუსტებელი ცილოვან - ენერგეტიკული უკმარისობა Unspecified protein-energy malnutrition - E 46, პოლინეიროპათია კვებითი დეფიციტის დროს - (Polyneuropathy in nutritional deficiency (E40-E64†) ) – G 63.4.

•  პოსტტრავმული სტრესული აშლილობა - F 43.1

•  თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ორგანული ემოციურად ლაბილური (ასთენიური) აშლილობა - F 06.6.

მკურნალობა - რეაბილიტაცია:

ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად პაციენტს განუვითარდა თიამინის დეფიციტით გამოწვეული ვერნიკეს ენცეფალოპათია, რომელიც იქნა დიაგნოსტირებული დაგვიანებით, არ მოხდა პრედიქტორების დიაგნოსტიკა და პრევენციული მიდგომა შიმშილობის შეწყვეტისა და დროული მკურნალობის მიზნით.

შემდგომში მკურნალობა ვერნიკეს ენცეფალოპათიის არ გაგრძელდა თიამინის საჭირო დოზებით, 30/12/2021 წლიდან შეწყვეტილი იქნა ტაბლეტიზირებული ფორმით მიღებაც. შესაბამისად, განვითარდა მეორადად ცერებრო - ორგანული დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური პრობლემები. მდგომარეობა დაამძიმა და ურთიერთზემოქმედების ჯაჭვური მექანიზმი წარმოქმნა წამებამ და არაადამიანურმა მოპყრობამ პოსტტრავმული სტრესული დარღვევის განვითარებით.

შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია თიამინით მკურნალობის აღდგენა, მოცემულ დასკვნაში წარმოდგენილი დანიშნულებით (500 მგ. დღიური დოზა); ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების კონსულტაციით, აუცილებელია ინდივიდუალური პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობა - რეაბილიტაციის კურსის განსაზღვრა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ არის ამჟამად სიტუაცია ფსიქოთერაპიული ინტერევენციისათვის, ვიდეო - თვალთვალისა და შესაძლო მიყურადების ფონზე.

ჰემატოლოგის კონსულტაციით საჭიროა მკურნალობაში ფოლიუმის მჟავის 15 მგ. ჩართვა. ენდოკრონილოგისა და ჰემატოლოგის კონსულტაციით საჭიროებს დამატებით ჰორმონულ თუ სხვა ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს. დამატებითი კვლევების საჭიროება ასევე ასახულია ნევროლოგებისა და ფსიქიატრების დასკვნაში: თავის ტვინის მრტ, ექსტრა და ტრანსკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას, ელექტროენცეფალოგრაფიულ კვლევას დინამიკაში  და ელექტრონეიროგრაფიულ კვლევას, ნეირო - ფსიქოლოგიურ გამოკვლევას.

ზოგადად, პაციენტი საჭიროებს ძირითადად მართვას ნევროლოგისა და ნეირო - რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობით, აუცილებელია, მკურნალობა - რეაბილიტაციაში ჩართული იქნას მულტი - დისციპლინური გუნდი: ფსიქიატრის, ფსიქიოლოგის, ფსიქოთერაპევტის, ენდოკრიონოლოგის, ჰემატოლოგის, გასტრო - ენტეროლოგის და სხვა შესაძლო სპეციალისტების მონაწილეობით.

ამგვარად, პაციენტი საჭიროებს დამატებით ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს, ასევე ინდივიდუალური მკურნალობა - რეაბილიტაციის კურსის შემუშავებას, აუცილებელია ნეირო - ფსიქოლოგიური მიმართულების კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა - რეაბილიტაციის კურსის ჩატარება სტაციონარულ პირობებში. ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული მკურნალობა - რეაბილიტაცია ვერ შეფასდება ეფექტურად. პაციენტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მოძიებული იქნას ალტერნატიული სამკურნალო - სარეაბილიტაციო დაწესებულება მისი მდგომარეობის ეფექტური მკურნალობისათვის. არაეფექტური მკურნალობა - რეაბილიტაცია გამოიწვევს მდგომარეობის დამძიმებას, კერძოდ, დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას" ვკითხულობთ დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერენ ექსპერტთა ჯგუფის წევრები:

ექსპერტი - ნევროლოგი, პროფესორი /ოთარ თოიძე/

ექსპერტი - ნევროლოგი/ფსიქიტრი/ნარკოლოგი /თამარ ნიორაძე/

ექსპერტი ფსიქიატრი /გიორგი ბერულავა/

ექსპერტი ფსიქიატრი  /მარიამ ჯიშკარიანი/

ექსპერტი ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი /კახაბერ მიქაძე/

ექსპერტი ენდოკრინოლოგი, პროფესორი /ლალი ჯავაშვილი/

ექსპერტი ჰემატოლოგი, პროფესორი მარინე აბაშიძე/

ექსპერტი რეანიმატოლოგი /ლევან ბესელია/

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge