png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკში კომპანიის ანგარიშის ონლაინ გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა

  • ეკონომიკა
  • 22.12.2021
  • 11:19
საქართველოს ბანკში კომპანიის ანგარიშის ონლაინ გახსნა კიდევ უფრო გამარტივდა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ციფრული სერვისების დახვეწას განაგრძობს. სწრაფად განვითარებად ბიზნეს გარემოში, სადაც გაციფრულება ერთგვარი პასუხია კომპანიების მზარდ და მუდმივად ცვალებად საჭიროებებზე, ბანკმა ბიზნესს მორიგი განახლება შესთავაზა - https://bonline.ge-იდან და ბიზნეს მობილბანკიდან,  კომპანიის ონლაინ ანგარიშის გახსნა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულადაა შესაძლებელი.

იმისათვის, რომ გახდეთ ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, მხოლოდ პირადი ნომრის, ორგანიზაციის დასახელებისა და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებაა საჭირო. ანგარიშის გახსნის განაცხადის შევსების შემდეგ კი, აირჩევთ სასურველ პროდუქტებსა და სერვისებს, რომელიც ანგარიშის გახსნასთან ერთად, ავტომატურად გაგიაქტიურდებათ. ეს ყველაფერი კი ფილიალში მისვლის გარეშე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით, 6 თვის განმავლობაში ბიზნეს პაკეტით სარგებლობა  უფასოდ იქნება შესაძლებელი. ეს პაკეტი ბიზნესის სამართავად საჭირო ისეთ პროდუქტებს აერთიანებს, როგორიცაა:  ბიზნეს ბარათი, ბიზნეს ინტერნეტბანკი, შეტყობინების სერვისი და მულტისავალუტო ანგარიში.

„მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს დახვეწოს და განავითაროს ციფრული პროდუქტები და სერვისები.  ბიზნეს მობილბანკისა და ბიზნეს ინტერნეტბანკის დახმარებით, მომხმარებელს აღარ სჭირდება ფილიალში მისვლა და უმოკლეს დროში შეუძლია გახსნას კომპანიის ანგარიში. დღეს ციფრული პროდუქტები და სერვისები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნესის განვითარებაში და სამომავლო წარმატებაში. ჩვენი მიზანია,  მაქსიმალურად კომფორტული ციფრული გამოცდილება შევთავაზოთ მომხმარებელს, რათა მათ მეტი დრო და შესაძლებლობა ჰქონდეთ საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.  

დეტალურად, თუ როგორ გახსნათ კომპანიის ანგარიში ონლაინ, იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=2852mV-jdvI

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge