png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჩემი დაპირება მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, შესრულებულია - კახა კალაძე

  • საზოგადოება
  • 11.01.2022
  • 11:42
ჩემი დაპირება მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, შესრულებულია - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებას ეხებოდა, შესრულებულია.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 1 000 ერთეული მიკროავტობუსი უკვე თბილისშია, რომელიც ეტაპობრივად გაეშვება ქსელში და რამდენიმე დღეში ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებს.

„რეფორმა, რომელიც 2017 წელს დავიწყეთ და გრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, ფაქტობრივად, ჩავანაცვლეთ ავტობუსების პარკი. ხედავთ, რომ არც ერთი ე.წ. ყვითელი ავტობუსი აღარ დადის ქალაქში. ჩემი დაპირება, რომ ქალაქში ე.წ. ყვითელი ავტობუსები აღარ იმოძრავებდა და ისინი ჩანაცვლდებოდა, შესრულებულია. პარალელურად, ასევე დაპირება გვქონდა მიკროავტობუსების განახლებასთან დაკავშირებით. უკვე თბილისშია 1 000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც ეტაპობრივად გაეშვება ქსელში და რამდენიმე დღეში ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებს. ქალაქში არ იმოძრავებს არც ერთი ძველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა თუნდაც გადაადგილების თვალსაზრისით. ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული ჰქონდა. იგივე შემიძლია ვთქვა მიკროავტობუსებზე, რომლებიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენდა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე სრულად განახლებული და მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისში ძველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარასდროს იმოძრავებს და ისინი ეტაპობრივად მუდმივად განახლდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge