png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება

  • საზოგადოება
  • 17.01.2022
  • 16:03
ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია იწყება. ინფრასტრუქტურული პროექტი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ლეხ კაჩინსკის ახლად რეაბილიტირებულ ქუჩამდე არსებულ (1,7კმ) საგზაო მონაკვეთს მოიცავს.

პროექტის მიხედვით, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება. ასევე, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყოფა სპეციალური ზოლები და მოეწყობა ველობილიკი.

გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები 20 იანვარს დაიწყება, რომელიც მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თელავის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება.

თბილისის მერია გაცნობებთ, რომ 20 იანვრიდან ოთხი თვის განმავლობაში, ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თელავის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება.

მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ წურწუმიასა და თელავის ქუჩების გამოყენებით, „300 არაგველიდან“ მეტროსადგურ „ავლაბრისკენ“ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი გადაადგილდებიან თელავისა და წურწუმიას ქუჩების საშუალებით, ასევე, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და შემდეგ ბარათაშვილის აღმართის საშუალებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

ავტობუსები - N2, N25, N37, N39, N43 იმოძრავებენ თელავის ქუჩის გადაკვეთამდე, მარცხნივ მოხვევით, მოძრაობას განაგრძობენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, რის შემდეგაც, ნოე ჟორდანიასა და 300 არაგველის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ევროპის მოედანს. ავტობუსები ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის გავლით, მგზავრებს ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე მიიყვანენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან გადაადგილდებიან ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, 300 არაგველის ხიდის, ნოე ჟორდანიას სანაპიროს, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით, დაუკავშირდებიან ლეხ კაჩინსკის ქუჩას, ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

მიკროავტობუსები - N2, N34, N62, N68, N117, N120, N170 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრაობას თელავის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ, ალექსანდრე წურწუმიასა და ნიკიფორე ირბახის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ავლაბარს“ დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მოძრაობას ალექსანდრე წურწუმიასა და თელავის ქუჩების მიმართულებით განაგრძობენ, დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge