png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თბილისის ხედები და ფერადი Volvo-ს Plug-in Hybrid აბაშიძეზე - "ვოლვო ქარ საქართველოს" კამპანია გრძელდება

  • საზოგადოება
  • 26.01.2022
  • 15:13
 თბილისის ხედები და ფერადი Volvo-ს Plug-in Hybrid აბაშიძეზე - "ვოლვო ქარ საქართველოს" კამპანია გრძელდება

თბილისში, როგორც კი ახალი Street Art გამოჩნდება, მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში. ასე მოხდა რამდენიმე დღის წინაც, როდესაც აბაშიძის ქუჩაზე თბილისის მცხოვრებლებს დედაქალაქის ხედები და ფერადი ავტომობილი დახვდათ.

ეს "ვოლვო ქარ საქართველოს" საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილია, რომლის ვიზუალური კონცეფცია სრულად ნიკა მაჩაიძეს ეკუთვნის. შესაბამისად, სხვა კომპონენტებთან ერთად, მან შექმნა ამ Street art-ის ვიზუალიც, რომლის ინსპირაციაც Volvo Plug-in Hybrid მოდელი იყო. ნამუშევარი კი კედელზე მხატვრებმა ირაკლი ქადეიშვილმა და ზაზა ჩიფჩიურმა გადაიტანეს.

"დიდი ხანია, ირაკლისა და ზაზას ნამუშევრებს თვალს ვადევნებთ და ვფიქრობთ, Street art-ის მიმართულებით, ნამდვილად საუკეთესოები არიან. მათ ნამუშევარს, სოციალურ ქსელში ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივებს იმდენად მოსწონთ, სხვა კედლების მოხატვაც გვთხოვეს. ვფიქრობთ, ამ მიმართულებას აქტიურად გავყვეთ კიდეც", - ამბობს "ვოლვო ქარ კავკასიის" მარკეტინგის ხელმძღვანელი რუსუდან გრძელიძე.

Volvo XC90 Plug-in Hybrid "ვოლვო ქარ საქართველოს" კამპანიის მთავარი ფიგურანტია. ერთ-ერთი ყველაზე ეკო-მეგობრული ავტომობილის ინსპირაციით გაკეთდა პროექციაც, რომელიც Stockton-ისა და რეჟისორი გიორგი ზათიაშვილის შექმნილ რგოლ “Flash Forward”-შია წარმოდგენილი. საბოლოოდ კი ვოლვო თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გამოჩნდა და თუ ჯერ ზუსტი მისამართი ვერ გამოიცანით, გეტყვით, რომ აბაშიძის 4 ნომრის კედელი გააფერადა.

"კომპანია "ვოლვომ" უკვე იცის, როგორი უნდა იყოს მისი წარმოება 2025 წელს, ნიკა მაჩაიძეს ვთხოვეთ, შეექმნა ანიმაცია, თუ როგორი წარმოუდგენია თბილისი 4 წლის შემდეგ. შედეგად მივიღეთ ძალიან ფერადი ვიზუალები, სადაც „ვოლვოს“ ჰიბრიდი სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ფონზე დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობს. Nikakoi-ს ამ ნამუშევრით მოიხატა კედელი, ამასთან მიმდებარე ტერიტორიაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა და კედლის წინ არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. დამეთანხმებით, ირაკლისა და ზაზას ნამუშევარმა ძალიან გაალამაზა ეს ადგილი. მათ, უმოკლეს ვადაში შეძლეს, 100%-იანი სიზუსტით გადაეტანათ "ნიკაკოის" შექმნილი ვიზუალი და ნამდვილად მოახერხეს, ჩვენი, თუ ადგილობრივებისა და გამვლელების გაოცება", - რუსუდან გრძელიძე, "ვოლვო ქარ კავკასიის" მარკეტინგის ხელმძღვანელი.

სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შთაბეჭდილებების გაზიარება ირაკლი ქადეიშვილსაც ვთხოვეთ.

"თავიდანვე ძალიან მოგვეწონა კამპანიისთვის შექმნილი ვიზუალი - თბილისის ხედები - "გაბრიაძის თეატრი", ფუნიკულიორი - ყველაფერი ის, რაც ასე ამშვენებს ჩვენს დედაქალაქს. მუშაობის პროცესში ზოგიერთი ფერი ოდნავ შევცვალეთ, ვეცადეთ, უფრო დაგვეახლოებინა ძველი თბილისისთვის დამახასიათებელ, სადა ტონებთან. ამავე დროს, მაგალითად, მწვანე ფერი დავტოვეთ ისეთივე ჟღერადი, როგორიც ვიზუალში თავიდანვე იყო მოცემული".

ამ პროექტზე მუშაობა, თავად არტისტებისთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა - კოლაბორაციით კმაყოფილები არიან და მოსწონთ, რომ თბილისს კიდევ ერთი ფერადი და მხიარული კედელი შეემატა.

"ყოფილა შემთხვევა, პროექტი დაგვისრულებია და ადამიანებს ბოლომდე ვერ გაუგიათ მისი არსი, ან არ მოსწონებიათ. ამ შემთხვევაში, უკმაყოფილო არავინ მინახავს, ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა "ვოლვოს" კამპანიისთვის შექმნილ ნამუშევარს. ეს ძალიან გვახარებს. ზოგადად, ჩვენთვის, როგორც არტისტებისთვის საიტერესოა მსგავს პროექტებზე მუშაობა და სხვა ხელოვანებთან კოლაბორაცია", - ამბობს ირაკლი ქადეიშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge