png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით "ქანდა აგრიქალჩერ" 100 ჰა-ზე ნუშის და ხეხილის ბაღებს გააშენებს

  • ეკონომიკა
  • 27.01.2022
  • 17:58
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით "ქანდა აგრიქალჩერ" 100 ჰა-ზე ნუშის და ხეხილის ბაღებს გააშენებს

საქართველოს ბანკი აგროსექტორის ხელშეწყობასა და ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით „ქანდა აგრიქალჩერ“ სოფელ ქანდაში 100 ჰა. ფართობზე ნუშის და ხეხილის ბაღებს გააშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მლნ. ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 7 მლნ. ლარს უტოლდება.

ნუშის ბაღებთან ერთად პროექტი ალუბლის, გარგრის, ვაშლატამას, ატმისა და ქლიავის ბაღებს გააერთიანებს. საქმიანობაში 15 ადამიანია ჩართული, სეზონურად კი დამატებით 50 ადგილობრივი დასაქმდება.

"მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით გვეძლევა შესაძლებლობა, განვახორციელოთ აღნიშნული პროექტი. ჩვენი ამჟამინდელი გეგმები სოფელ ქანდაში 100 ჰა ფართობზე ნუშის და სხვადასხვა ხეხილის ბაღების გაშენებას მოიცავს. სამომავლოდ, ვგეგმავთ პროექტს კიდევ უფრო მასშტაბური სახე შევძინოთ და ჩვენი პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ობიექტზე ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებითაც განვავითაროთ საქმიანობა", - აცხადებს „ქანდა აგრიქალჩერ"-ის ბიზნეს პროექტების ხელმძღვანელი, თამარ ბერულავა.

"საქართველოს ბანკისა და „ქანდა აგრიქალჩერის“ თანამშრომლობის ფარგლებში, ერთ-ერთ მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. გვჯერა, რომ პროექტი დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდაში, ამასთან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს აგრომიმართულების განვითარებას. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავს წამოწყებებს, რათა შევძლოთ კიდევ უფრო მეტი ბიზნესის გაძლიერება", - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების ხელმძღვანელის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge