png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ან სიკვდილი, ან ადეკვატური მკურნალობის საშუალება. მე არ ვარ ვიღაც. საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება - სააკაშვილი ივანიშვილს

  • კომენტარები
  • 04.02.2022
  • 12:10
ან სიკვდილი, ან ადეკვატური მკურნალობის საშუალება. მე არ ვარ ვიღაც. საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება - სააკაშვილი ივანიშვილს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, რომ ბიძნა ივანიშვილის დავალებით, უკვე 5 კვირაა რუსთავის ციხეში მასთან პირად ექიმს არ უშვებენ.

სააკაშვილის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა, უკიდურესად დამძიმდეს და ლეტალური შედეგი დადგეს, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილს დაეკისრება.

"მე მინდა მივმართო ივანიშვილს, ვერ დაიმალები სხვადასხვა მონების უკან, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შენ მართავ პროცესებს. მე გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი, გუშინ მოვიდა და გამკრიჭა. 5 კვირაა ჩემი ნიუ-იორკიდან ჩამოსული პირადი ექიმი წერს ყოველდღე განცხადებას, რომ შემოუშვან ჩემთან და პარიკმახერი შემოუშვეს 1 დღეში. ივანიშვილის ძალებით უკვე 5 კვირაა, ჩემთან არ უშვებენ ექიმებს. ასეთ პირობებში, როდესაც მაქვს ძალიან დიდი სისუსტე, მაქვს სერიოზული პრობლემები ჰიპერტონიასთან დაკავშირებული, ძლიერი ანემია და აქედან გამომდინარე ბევრი სხვა პროცესები.

ამავე დროს, შენ ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა უარესდება, რამდენჯერმე უკვე მქონდა გონების კარგვა. ეს ხდება შენი მითითებით და ამას ვერსად დაუძვრები ოლიგარქო... ვერავის გადააბრალებ, ყველა შენზე გამოიშვერს ხელს. მინდა გითხრა, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება, იმ პირობებში, როდესაც შენ მიაღწევ შენს მიზანს და ეს ყველაფერი დამთავრდება ლეტალურად ჩემთვის, იმას ვერ ეღირსები, რომ უბრალოდ აზროვნება არ შემეძლოს, მახსოვრობა არ მქონდეს და ინვალიდიზაცია მოხდეს. ეს იქნება ან სიკვდილი, ან მე მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება.

მე არ ვარ ვიღაც. საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება. უკრაინის პროკურატურამ უკვე ექსტერიტორიული პროცესები დაიწყო და ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ჩემს წამებაში, დარწმუნებული ვარ, იქნება გადაცემული საერთაშორისო ძებნაში. ვეღარც თურქეთში ვეღარ გახვალთ დასასვენებლად, მოგიხდებათ პარაგრაფის ჭაობში ცურვა მანამ, სანამ ივანიშვილსაც არ მიაყოლებენ ამის ხარჯზე.

მე მჭირდება სამედიცინო დახმარება ახლა. შემოუშვით ჩემთან ის ექიმები, რომლებსაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ. ყველა სხვა შემთხვევაში, ეს დამთავრდება ცუდად თქვენთვის პირველ რიგში, ამის გარანტიას გაძლევთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომა უკვე დატოვა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge