png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რუსეთის მიზანი მხოლოდ უკრაინა არ არის, ის თავს ესხმის სტაბილურობას ევროპაში - ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთს უმკაცრეს სანქციებს ჰპირდება

  • მსოფლიო
  • 24.02.2022
  • 12:39
რუსეთის მიზანი მხოლოდ უკრაინა არ არის, ის თავს ესხმის სტაბილურობას ევროპაში - ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთს უმკაცრეს სანქციებს ჰპირდება

რუსეთის მიზანი მხოლოდ უკრაინა არ არის, ის თვს ესხმის ევროპის სტაბილურობას და საერთაშორისო წესრიგს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერები რიგგარეშე სამიტს გამართავენ, რათა რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციები დაამტკიცონ.

„რუსეთის მიზანი მხოლოდ დონბასი, მხოლოდ უკრაინა არ არის, რუსეთი თავს ესხმის სტაბილურობას ევროპაში და მთელ საერთაშორიოს წესრიგს. ამიტომ დღეს ვეროკავშირის ქვეყნების ლიდერებს წარვუდგენთ რუსეთის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიან სანქციებს“, - განაცხადა მან. აღნიშნული სანქციები რუსეთის ეკონომიკის დიდ ნაწილს მოიცავს.

„ამ სანქციებით დარტყმას მივაყენებთ რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიულ დარგებს, დავბლოკავთ წვდომას ტექნოლოგიებთან და ბაზრებთან, რომლებიც რუსეთისთვის მნიშვნელოვანია. შევასუსტებთ რუსეთის ეკონომიკის საფუძველს და მისი მოდერნიზების შესაძლებლობას“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისივე თქმით, ევროკაშირი დაბლოკავს რუსეთის სახელმწიფო აქტივებს საზღვარგარეთ. „ჩვენ გავყინავთ რუსულ აქტივებს ევროკავშირში და შევუწყვეტთ წვდომას რუსულ ბანკებს ფინანსურ ბაზრებზე“, - განაცხადა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს იქნება ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, ბრიტანეთის, იაპონიის, ავსტრალიისა და სხვების კოორდინირებული გადაწყვეტილება. „ჩვენ ვიცით, რომ მილიონობით რუსს არ სურს ომი. მაგრამ პუტინი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთის ხალხს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი აქტიურად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის ფინანსურ დახმარებასაც რუსული აგრესიის შესაჩერებლად.

 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge