png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თუ ფინეთი და შვედეთი ნატო-ს შეუერთდებიან, რუსეთი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს - მარია ზახაროვა

  • მსოფლიო
  • 25.02.2022
  • 21:18
თუ  ფინეთი და შვედეთი ნატო-ს შეუერთდებიან, რუსეთი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს - მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ფინეთის ან შვედეთის გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მოსკოვის სერიოზულ რეაგირებას გამოიწვევს.

მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, მარია ზახაროვა დაემუქრა სკანდინავიის ქვეყნებს, რომ თუ რომელიმე მათგანი ეცდება, უსაფრთხოების ალიანსს შეუერთდეს, "ეს გამოიწვევს სერიოზულ სამხედრო და პოლიტიკურ შედეგებს, რაც ჩვენი ქვეყნის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს".

"სამხედრო უკავშირო პოლიტიკის მიმართ, ფინეთის მთავრობის ერთგულებას მივიჩნევთ როგორც მნიშვნელოვან ფაქტორს ჩრდილოეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - დასძინა ზახაროვამ.

მარია ზახაროვას მუქარის შემცველი გზავნილები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "ტვიტერის" გვერდზეც გავრცელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი ნატოსთან უსაფრთხოების ზოგიერთ საკითხში თანამშრომლობს, ის არ გეგმავს ალიანსში გაწევრიანებას. გასულ თვეში, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა თქვა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მისი მმართველობის დროს, ფინეთმა ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადოს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge