png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დღეს ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც სერიოზულობით ცდილობს, მართოს ის ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული - თეა წულუკიანი

  • კომენტარები
  • 28.02.2022
  • 14:46
დღეს ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც სერიოზულობით ცდილობს, მართოს ის ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული - თეა წულუკიანი

დღეს უკრაინას ჭირს ის, რაც ჩვენ დაგვემართა უკვე არაერთი წლის წინ, - აცხადებს ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. მისი თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ ოკუპირებულ საქართველოში.

"რა თქმა უნდა, ვიზიარებ. ახლა გავიხსენოთ, სად არის საქართველო და სად ვცხოვრობთ ჩვენ ყველანი. პირველ რიგში, მინდა, ჩვენს უკრაინელ ხალხს გამოვუცხადო სოლიდარობა, როგორც ეს არაერთხელ გააკეთა ამ ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა ჩემამდე, დღემდე, კიდევ ერთხელ, ხაზი გავუსვა იმას, რომ სამწუხაროდ, აი, მოვესწარით ამ დღესაც, როდესაც ჩვენს კონტინენტზე, ევროპაში არის ომი, როდესაც იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები და საქართველო თავისი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების და ამ კონკრეტული პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელთანაც როგორც ჩანს, ჩემდა გასაკვირად, თქვენ გაქვთ უსაფუძვლო კითხვები, აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. იმ ხალხის მხარდაჭერას, რომელსაც დღეს ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენ ყველაფერი, ყველანაირი ტიპის სოლიდარობა აღმოვუჩინეთ და ეს პროცესი გაგრძელდება. იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციებში უპრეცედენტოდ მნიშვნელოვან ტექსტებთან შეერთებით, ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციისთვის წევრობის შეჩერების პროცესში საქართველოს მხარდაჭერის დაფიქსირებისთვის და ასევე, ჰუმანიტარული, თუ სხვა ტიპის დახმარების აღმოჩენით. ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე უკრაინაში და ევროპაში არ დამყარდება მშვიდობა და ამას გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რა ტიპის პროვოკაციებსაც არ უნდა გეგმავდეთ თქვენ და ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ აქ. თქვენ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენთ, რადგან „მთავარი არხი“ ხართ. ამას თქვენი დამფუძნებელიც არ მალავს. ჩვენ ვცხოვრობთ ოკუპირებულ საქართველოში. დღეს უკრაინას ჭირს ის, რაც ჩვენ დაგვემართა უკვე არაერთი წლის წინ. თქვენ გახსოვთ 2008 წლის ომი, როდესაც თქვენი ბელადი ძირს ფორთხავდა, გარბოდა და მე მესმის, რომ თქვენ ეს აღარ მოგწონთ, მოგბეზრდათ და თავს აქიცინებთ, მაგრამ ისე იქცევით, რომ ყოველდღიურად არის საჭირო ამის შეხსენება. ამის საპირისპიროდ, დღეს ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც სერიოზულობით ცდილობს, მართოს ის ქვეყანა, რომელიც არის ოკუპირებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge