png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რუსი ოკუპანტები, დიდი დანაკარგის ფასად, ახორციელებენ იერიშებს ყველა მიმართულებით - უკრაინის გენშტაბი

  • მსოფლიო
  • 02.03.2022
  • 13:04
რუსი ოკუპანტები, დიდი დანაკარგის ფასად, ახორციელებენ იერიშებს ყველა მიმართულებით - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიაღარებული ძალების გენერალური შტაბი საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით მონაცემებს აქვეყნებს. მისი განცხადებით, მტერი დიდი დანაკარგების ფასად ყველა მიმათულებით ახორციელებს დარტყმებს.

„მეშვიდე დღეა გრძელდება უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მოწინააღმდეგე მუხანათურად ბომბავს კრიტიკუალდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მშვიოდბიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, რომელიც გმირულად იბრძვის უკრაინის შეიარაღებელი ძალების გვედით, ოკუპანტებს ყველა მიმართულებით აქვთ უდიდესი დანაკარგი“, - ნათვამია გენშტაბის განცახდებაში.  

მისი ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის დანაყოფები 13 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორის გამოყენებით იერიშს აგრლებს გორენიჩის, გოსტემელისა და დემიდოვის წინააღმდეგ, კიევის მიმართულებით, რათა დედაქალაქი ჩრდილოეთის მხრიდან დაბლოკოს.

ასევე ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დიდი დანაკარგის ფასად ოკუპანტები აგრელებენ იერიშს კიევის წინააღმდეგ ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს მათი შეჩერება კოზოლეცისა, ბობროვიცისა და მაკეევის დასახლებულ პუნქტებში.

გენერალური შტაბის ცნობებში ასევე აღნიშნულია, რომ მტრის ჯარებს ორი ერთეული ჯავშანტრანსპორტიორის ძალებით წარუმატებელი მცდელობები ჰქონდათ უკრაინის ქალაქების: სუმის, ლებედინისა და ახტირკას ალყაში მოსაქცევად. 16 ერთეულამდე ჯავშანტრანსპორტიორი აგრძელებს შეტევით ოპერაციას კრასნოგრადის მიმართულებით და ოთხ ერთეულამდე ჯავშანტრანსპორტიორის გამოყენებით ხდება შეტევა იზიუმის მიმართულებით.

„ოკუპანტებმა დანაკარგები განიცადეს და უკრაინულმა ძალებმა ისინი შეაჩერეს ბოგოდუხოვის, ჩუგუევის, შევჩენკოვოს დასახლებებთან. დონეცკის მიმართულებით წარუმატებლობის გამო, აგრესორმა ძლისხმევა გადაიტანა ქალაქ მარიუპოლის ბლოკირებაზე. ტავრიჩესკის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევით ოპერაციას სკადოვსკის, გოლაია პრისტანის, ხერსონის, სნიგირევკას, ნოვაია კახოვკას დასახლებებზე. გადაჯგუფების შემდეგ ის აგრძელებს მოძრაობას ხერსონისა და ნიკოლაევის მიმართულებით. ორი ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი მოქმედებს ვასილიევკას, კრასნოიე პოლეს, ნოვოპეტროვკას რაიონებში. შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში მტერი ათავსებს საზღვაო დაჯგუფებას და აგრძელებს მზადებას საზღვაო დესანტირებისთვის”, - აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge