png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზოგიერთი მიმართულებით რუსი ოკუპანტების უპირატესობას სძლიეს - გენშტაბი

  • მსოფლიო
  • 02.03.2022
  • 18:00
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზოგიერთი მიმართულებით რუსი ოკუპანტების უპირატესობას სძლიეს - გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, მტერი ცდილობს თავისი ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების შენარჩუნებას, რადგან ხვდება, რომ „იოლი გასეირნება“ არ გამოუვიდა.

„ის ცდილობს გაექცეს პირდაპირ შეტაკებებს არა მხოლოდ უკრაინულ ჯართან, არამედ მოსახლეობასთან, რომელიც მათი კოლონების გადაადგილებას ბლოკავს. უკრაინის ტერიტორიაზე აღარ მოქმედებს რუსული პროპაგანდა და „განმათავისუფლებლები“ აცნობიერებენ, რომ აქ მათ არავინ ელოდა“, - აღნიშნავენ გენშტაბში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვოლინსკის მიმართულებით მოწინააღმდგემ დაკარგა ინიციატივა და აქტიური მოქმედებები შეწყვიტა.

პოლესის მიმართულებით რუსი ოკუპანტები აგრძელებენ გადაადგილებას მაკაროვი-რუსილოვი-ფასტოვის და ძალების ნაწილით კიევის მიმართულებით.  

ჟიტომირის მიმართულებით ცდილობს განალაგოს მოწინავე ქვედანაყოფები გორენიჩის, შპიტკისა და პეტრუშკის დასახლებულ პუნქტებში.

ჩრდილოეთის მიმართულებით მტერმა დიდი დანაკარგი განიცადა და უკრაინული ძალების მიერ შეჩერებულია ბოგოდუხოვის, ჩუგუევისა და შევჩენკოვოს მისადგომებთან.

ასევე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტერი გააჩერეს ჩერნიგოვოს მიმართულებით.

სამხრეთის მიმართულებით ოკუპანტი ცდილობს იერიშის გაგრძელებას ზაპოროჟიეს და მარიუპოლის მიმართულებით.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შავი ზღვის ზონაში რუსი ოკუპანტები აგრძელებენ მზადებას საზღვაო სადესანტო ოპერაციის ჩასატარებლად. უკრაინის შავი  ზღის სანაპიროზე (ოდესის რაიონში). შეინიშნება ხომალდების გადაადგილება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge