png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ვალდებული ვართ, ყველა კონკრეტული გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების, ფერმერებისა და მეწარმეების ინტერესებიდან გამომდინარე მივიღოთ - ოთარ შამუგია

  • ეკონომიკა
  • 07.03.2022
  • 15:04
ვალდებული ვართ, ყველა კონკრეტული გადაწყვეტილება ჩვენი მოქალაქეების, ფერმერებისა და მეწარმეების ინტერესებიდან გამომდინარე მივიღოთ - ოთარ შამუგია

"ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ფერმერების და ჩვენი მეწარმეების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა საკითხს და, შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე იღეს გადაწყვეტილებას", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან.

მინისტრმა კომენტარი გააკეთა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით.

"ვფიქრობ, აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს. მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო 2020 წელს. რაც შეეხება კომუნიკაციას, კომუნიკაცია შედგა რამდენიმე დღის წინ. ინფორმაცია იქნა მოწოდებული რუსული მხრიდან, რომ 15 კომპანიის პროდუქციას აქვს დაშვება რუსულ ბაზარზე", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის კომუნიკაცია რუსულ მხარესთან შედგა რამდენიმე დღის წინ რუსული მხარის ინიციატივით, მათი მომართვის საფუძველზე.

შეგახსენებთ, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა 15 ქართულ კომპანიას საშუალება მისცა, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge