png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩერნობილში საშიში ვითარებაა, რაც საფრთხეა მთელი ევროპისა და თავად რუსეთისთვის - მიხაილო პოდოლიაკი

  • მსოფლიო
  • 10.03.2022
  • 12:53
ჩერნობილში საშიში ვითარებაა, რაც საფრთხეა მთელი ევროპისა და თავად რუსეთისთვის - მიხაილო პოდოლიაკი

ჩერნობილის ატომურ ელეტქროსადგურზე ვითარება სახიფათოა, რადგან ოკუპანტების ქმედებების გამო სადგურს არ მიეწოდება ელექტროენერგია და არავინ იცის ახლა იქ რა სიტუაციაა. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მედიას განუცხადა.

„ჩერნობილში ვითარება საერთო ჯამში ძალიან სახიფათოა. ოკუპანტების ქმედებების გამო იქ შეწყვეტილია ობიეტქების სტაბილური ენერგომომარაგება. ეს საფრთხეა მთელი ევროპისთვის და რა თქმა უნდა, თავად რუსეთისთვის“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ამასთან, აღნიშნა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ვერ იღებს აუცილებელ მონაცემებს უსაფრთხოების კონტროლის სისტემებიდან და არ იცის, რა ხდება ჩერობილის ატომურ ელექტროსადგურზე.  

პოდოლიაკი ამბობს, რომ მსოფლიომ ზეწოლა უნდა გააძლიეროს რუსეთზე, რათა ოკუპანტებმა დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა. მისივე განცხადებით, რუსეთმა მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ ომი შუა საუკუნეების სულისკვეთებით დაიწყო და გასაკვირი არ არის, რომ ბომბავენ ატომურ ბლოკებს, ბირთვულ ობიექტებს, ანადგურებენ ენერგომომარაგებას. პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ აღნიშნული ობიექტები რუსეთმა, შესაძლოა შანტაჟის სახით გამოიყენოს.

 „რაც უფრო დიდხანს დარჩება რუსული არმია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, მით უფრო მეტ პრობლემას შეუქმნიან ეს შუასაკუნეების ადამიანები ევროპასა და თავისივე ქვეყანას“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებით, იმის გამო, რომ ატომურ ელექტროსადგურს არ მიეწოდება ელექტროენერგია, არსებობს რადიაციის გაჟონვის საფრთხე და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა რუსეთს მოსთხოვოს ცეცხლის შეწყვეტა და სპეციალურ სარემონტო ჯგუფებს შესაძლებლობა მისცეს აღადგინონ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge