png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

კრემლში პანიკაა, რუსეთს ჩაეშალა უკრაინის ოკუპაციის გეგმა, ელიტა ომის დასრულებას ითხოვს - Bellingcat

  • მსოფლიო
  • 15.03.2022
  • 00:09
კრემლში პანიკაა, რუსეთს ჩაეშალა უკრაინის ოკუპაციის გეგმა, ელიტა ომის დასრულებას ითხოვს - Bellingcat

გამოცემა Bellingcat-ის გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი „ნავალნი Live“-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ  რუსეთს ჩაეშალა უკრაინის ოკუპაციის გეგმა. ახლა კრემლში პანიკაა, რადგან გეგმა „ბ“ არ არსებობს. ელიტა ღიად ამბობს, რომ რუსეთის კურსი თვითმკვლელობაა და ომი უნდა დასრულდეს, სპეცსამსახურებში კი რეპრესიებია დაწყებული.

გროზევი აღნიშნავს, რომ ომთან დაკავშირებული მისი წინა პროგნოზები გამართლდა. რუსეთს ჩაეშალა გეგმა „ა“, რომელიც ითვალისწინებდა საომარი მოქმედებების დასრულებას 10 დღეში, ახალი გეგმა კი არ აქვს. ამას მოწმობს ჯარის მეორე ეშელონის არარსებობა, რომელიც შეავსებდა დანაკარგს და ომის გაგრძელებას იმავე ტემპებით შეძლებდა, ასევე რუსეთს პრობლემა აქვს უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი სამხედროების საკვებით, წყლითა და საწვავით მომარაგების მხრივ.

რუს სამხედროებს უკან დახევა სურთ, მაგრამ მათ ერთი მხრივ ხელს უშლიან კადიროვის რაზმები, რომლებსაც ნაბრძანები აქვთ დეზერტირებისთვის სროლა და მეორე მხრივ უკრაინული ძალები, რომლებიც მზად არინ ზურგში შეტევისთვის.

 „სწრაფი გამოსავალი არ არსებობს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ რა ხდება კრემლის ელიტის შიგნით, სპეცსამსხურებში, რომლებიც მიხვდნენ, რომ გეგმა „ა“ ჩაიშალა. არის მოლოდინის რეჟიმი. ყოველდღიური ცვლილებები, რომლებიც მიანიშნებს იმაზე, რომ ახალი სტრატეგია არ არსებობს“, - ამბობს ჟურნალისტი.

კრემლის წყარომ გროზევს დაუდასტურა, რომ დაპატიმრებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მე-5 განყოფილების ხელმძღვანელი, გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი ბესედინი, რომელიც პასუხისმგებელი იყო საგარეო დაზვერვაზე. რეპრესიები დაწყებულია  რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში.

გროზევის პროგნოზით, პუტინს აქვს ორი ვარიანტი: შეხვდეს ზელენსკის და მოელაპარაკოს გაცილებით მეტ კომრპომისულ პირობებზე, ვიდრე თავიდან ჰქონდა გამოცხადებული ან დაარტყას მოსახლეობას არაკონვენციური იარაღით, რათა აიძულოს კიევი წავიდეს კომპრომისზე და თავის ქვეყანას {პუტინმა რუსეთს} აჩვენოს რეზულტატი {ომის}.

გროზევი პირველი ვარიანტისკენ იხრება და ერდოღანისგან და ზელენსკისგან წამოსულ გზავნილებს იშველიებს.

„ერდოღანისგან და ზელენსკისგან წამოსული ბოლო გზავნილები მაინიშნებს იმაზე , რომ პუტინი, სავარაუდოდ კარგად ხედავს, რომ სიტუაცია ჩიხშია“, - ამბობს ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ თუ კრემლში მართლაც ასეთი ვითარებაა, პუტინის ინტერესშია ომის სწრაფად დასრულება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge