png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თინათინ ხიდაშელმა შვედეთის სამეფოს ელჩს უმასპინძლა

  • თავდაცვა
  • 18.02.2016
  • 14:52
თინათინ ხიდაშელმა შვედეთის სამეფოს ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩს, მარტინა ქვიქს უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო.

„მქონდა შესაძლებლობა, ბრიუსელში ვიზიტის დროს შევხვედროდი შვედეთის თავდაცვის მინისტრს, შემდეგ ერთად ვიყავით სამი დღის განმავლობაში მიუნხენის კონფერენციაზე. ბევრ თემასა და მიმართულებაზე ვისაუბრეთ. შვედეთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა, მაგრამ, გარდა ამისა, საქართველო შვედეთთან, ფინეთთან, იორდანიასა და ავსტრალიასთან ერთად, არის იმ ქვეყნების რეჟიმში და კალათაში, რომლებიც არიან ნატოს პარტნიორები. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყნები ერთიანი სტრატეგიით და ტაქტიკით მოქმედებდნენ. ჩვენ პრაქტიკულად იმავე მასშტაბის დახმარებას ვიღებთ შვედეთისგან, რაც გვაქვს ნატოს წევრი ქვეყნებისგან ორმხრივ თანამშრომლობაში. ბევრ ახალ მიმართულებაზე ვისაუბრეთ, JTEC-ის გუნდს შეუერთდება შვედი ოფიცერი, ამის დაპირება მივიღეთ მინისტრისგან, იგეგმება მისი ვიზიტი საქართველოში, ჩემი ვიზიტი - სტოკჰოლმში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც ისაუბრეს. მარტინა ქვიქმა საქართველოსა და შვედეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„შვედეთი დიდი ხანია საქართველოსთან სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობს. ასევე ვმუშაობთ ბევრ სხვა საკითხზე, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ მიმდინარე თემებზე. განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში და სხვა მნიშვნელოვანი თემები. ვიმსჯელეთ მიმდინარე წლის თანამშრომლობის გეგმებზე, ასევე, ვარშავის სამიტისათვის მზადებისა და ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის თემებზე. გვსურს, ვიმუშაოთ იმ საკითხებზე, თუ როგორ უნდა იყოს ევროკავშირი უფრო მეტად წარმოდგენილი საქართველოში, როგორ ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ გავავრცელოთ მეტი ინფორმაცია ევროკავშირის საქართველოში საქმიანობის შესახებ“, - აღნიშნა შვედმა დიპლომატმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge