png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აგვისტოს ომის დროს, სააკაშვილმა სიმხდალისა და ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა კაცობრიობის არსებობის მანძილზე - ღარიბაშვილი

  • კომენტარები
  • 21.03.2022
  • 15:19
აგვისტოს ომის დროს, სააკაშვილმა სიმხდალისა და ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა კაცობრიობის არსებობის მანძილზე - ღარიბაშვილი

მგონი კითხვა არ არსებობს საერთოდ, ჩვენ არც ერთი კითხვა არ დაგვიტოვებია პასუხგაუცემელი. ჩვენი მთავრობა მტკიცედ და ძალიან მკაფიოდ გამოვიდა ომის დაწყების პირველივე დღეს და უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობის ფორმით, ასევე, ეუთოს ფარგლებში, ევროკავშირის, თუ ევროპის საბჭოს ფორმატში, ჩვენ ყველგან მკაფიო მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის და მთავრობის მეთაურისთვის, უზენაესი ინტერესი არის საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.

„რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის და მთავრობის მეთაურისთვის, უზენაესი ინტერესი არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის თქვენი, ვინც ჩემს პოზიციას არ ეთანხმებით, უსაფრთხოების დაცვა, ჩვენი მიწა-წყლის, ჩვენი ქვეყნის დაცვა. ასე რომ, ჩვენი თითოეული გადადგმული ნაბიჯი, გარწმუნებთ, რომ არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული და თქვენი, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული, სხვა მოტივაცია, სხვა არგუმენტი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, იყოს მშვიდობა და სტაბილურობა.

ჩვენ გვახსენდება გმირობის არაერთი მაგალითი ჩვენი გმირების, ჩვენი ჯარისკაცების, აგვისტოს ომის დროს, უპრეცედენტო გმირობა გამოიჩინეს ჩვენმა სამხედროებმა აგვისტოს ომში, ასევე უპრეცედენტო ლაჩრობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა სააკაშვილმა, რომელმაც სიმხდალის, ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა კაცობრიობის არსებობის მანძილზე და რა თქმა უნდა, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს. ასე რომ, ადამიანი, რომელმაც ასეთი სიმხდალე ჩაიდინა, ეს მოღალატეობრივი ჯგუფი და რადიკალური ჯგუფი, დღეს ჩვენ არ უნდა გვასწავლიდეს ჩვენი ქვეყნის სიყვარულს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge