png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

"შენ გელოდება..." - Europcar Georgia-ს ახალი კამპანია

  • ბიზნესი
  • 23.03.2022
  • 13:09
"შენ გელოდება..." - Europcar Georgia-ს ახალი კამპანია

Europcar Georgia ანსამბლ "დიდგორთან" ერთად იწყებს კამპანიას სახელწოდებით "შენ გელოდება", რომელიც საქართველოს ტურისტული ადგილების პოპულარიზაციასა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას ისახავს მიზნად.

"შენ გელოდება" - მაყურებელს საქართველოს მივიწყებულ სოფლებში ამოგზაურებს. გააცნობს იქაურ ბუნებას, ადამიანებს, რომლებიც თავის კუთხეს არ ტოვებენ, წინაპრების წეს-ჩვეულებებს ინახავენ და სტუმრებს ელოდებიან. კამპანიის ფარგლებში სულ 6 ტურია დაგეგმილი. "ევროპქარი" და ანსამბლი "დიდგორი" მცხეთა-მთიანეთს, სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, სამეგრელოს, ზემო აჭარასა და ტაო-კლარჯეთს ესტუმრებიან.

"ჩვენ, როგორც საერთაშორისო კომპანიის წევრებს, გვაქვს შესაძლებლობა, საქართველოს უნიკალური ტურისტული ლოკაციებისა და ადამიანების შესახებ იმ უცხოელ ვიზიტორებსაც მოვუყვეთ, ვინც საქართველოში გეგმავენ მოგზაურობას. ჩვენი კამპანიით გვინდა, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გავუჩინოთ ინტერესი ამ თითქმის მივიწყებული სოფლების მიმართ და გავზარდოთ ასეთი ადგილების ცნობადობა, რაც საბოლოოდ მაღალმთიანი სოფლების განვითარებას შეუწყობს ხელს", - სოფო კაკუშაძე, Europcar Georgia-ს მარკეტინგის მენეჯერი.

Europcar Georgia-ში ამბობენ, რომ შერჩეულ ლოკაციებზე ვიზიტები ადგილობრივების საჭიროებების გათვალისწინებით იგეგმება და სოფლებში დარჩენილ ოჯახებს საჩუქრებს სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩაუტანენ.

Europcar Goergia-სთან ერთად სამოგზაუროდ ემზადება ანსამბლი "დიდგორიც". მუსიკოსები მთაში შემორჩენილ უნიკალურ ხმებსა და ხალხურ სიმღერებს შეაგროვებენ და მათ ხელახლა გააცოცხლებენ.

პანდემიის პერიოდში, სხვადასხვა რეგიონში ვიზიტების უსაფრთხოებისთვის, მონაწილეების კოვიდტესტირებას მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ უზრუნველყოფს.
--
Europcar Georgia თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სამ ძირითად სერვისს სთავაზობს: ავტომობილების დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება. ავტომობილის დაჯავშნა დისტანციურად, კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge