png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

კრემლში პანიკაა რუსულ ენერგომატარებლებზე ევროკავშირის უარის გამო - ოლაფ შოლცი

  • ეკონომიკა
  • 25.03.2022
  • 20:30
კრემლში პანიკაა რუსულ ენერგომატარებლებზე ევროკავშირის უარის გამო - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებაში პანიკაა რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტზე ევროკავშირისა და სხვა დასავლელი მოკავშირეების უარის გამო. ინფორმაციას უკრაინული მედია Politico-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შოლცმა ევროკავშირის ლიდერებთან დახურულ შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპას შესაძლოა, ხუთი წელი დასჭირდეს, რათა რუსეთის ენერგომატარებლებისაგნ სრულად დამოუკიდებელი გახდეს.

მანამდე, ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ბერლინში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანიის ენერგეტიკული კომპანიები ელვისებური სისწრაფით  უარს ამბობენ ნავთობისა და ქვანახშირის მიმწოდებელ რუსულ კომპანიებთან კონტრაქტებზე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გერმანია რუსული ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტზე 2022 წლის ბოლომდე უნდა გათავისუფლდეს.  

თუმცა, ჰაბეკის თქმით,  გაზის იმპორტის შეწყვეტის შემთხვევაში ამ პროცესს გაცილებით ხანგრძლივი დრო დასჭირდება, სულ მცირე 2024 წლის შუა პერიოდამდე მაინც.

მისი განცხადებით, რუსეთის მოთხოვნა მის მიერ „არამეგობრულად“ გამოცხადებული ქვეყნების მიმართ, გაზის საფასური რუბლში გადაიხადონ, კონტრაქტის პირობებს ეწინააღმდეგება.

ამასთან, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, რომლის მიზანია ევროკავშირის რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირება.

ახალი შეთანხმების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

შეთანხმების თანახმად, აშშ ევროკავშირს წლის ბოლომდე მიაწვდის სულ მცირე 15 მილიარდი კუბური მეტრ საწვავს. შეთანხმების მიზანია, მომავალში ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, დაახლოებით 50 მილიარდ კუბულ მეტრამდე.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge