png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა

  • ეკონომიკა
  • 29.03.2022
  • 16:02
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა.

ბანკები Global Finance-ის რედაქტორების მიერ, მსოფლიოს მასშტაბით კორპორაციულ ფინანსურ აღმასრულებლებთან, ბანკირებთან, საბანკო კონსულტანტებთან და ანალიტიკოსებთან კონსულტაციის საფუძველზე შეირჩნენ. გამარჯვებულების გამოსავლენად გამოცემამ ბანკები 150-ზე მეტი ქვეყნიდან შეისწავლა.

“Best Bank Awards 2022”-ის ფარგლებში ის ბანკები დაჯილდოვდნენ, რომლებიც ყურადღებით აკვირდებოდნენ და აკმაყოფილებდნენ მომხმარებლების საჭიროებებს, აჩვენეს ძლიერი შედეგები და შექმნეს საფუძველი მომავალი წარმატებისთვის. საერთაშორისო გამოცემამ ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა: სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესის განვითარება, ინოვაციური პროდუქტები, აქტივების ზრდა, მომგებიანობა და სხვ.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ფინანსური სამყარო და მისი კორპორატიული ლიდერები საბანკო ურთიერთობების არჩევისას ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ. პანდემიით გამოწვეული სირთულეების შემდეგ ეს ცვლილებები გლობალურ კომერციულ ურთიერთობებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. ჩვენი ჯილდოები კი მხარს უჭერს გადაწყვეტილების მიმღებებს საუკეთესო ფინანსური პარტნიორები აირჩიონ”, - განაცხადა Global Finance-ის სარედაქციო ხელმძღვანელმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.

„საქართველოში საუკეთესო ბანკად დასახელება ჩვენთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენი მომხმარებლების, ბიზნესის წინაშე ვგრძნობთ და აქტიურად ვაგრძელებთ მათ მოსმენას, რათა უკეთ გავიგოთ მათი საჭიროებები, გამოწვევები. რათა შევძლოთ საჭირო დროს, მათთვის საჭირო სერვისების და პროდუქტების შეთავაზება. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით ქმნიან საქართველოში საუკეთესო ბანკს. ინოვაციური გადაწყვეტების შეთავაზებით ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას, იმისთვის, რომ ქვეყანაში კიდევ მეტი ახალი შესაძლებლობა გაჩნდეს და მეტმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის უკეთ ათვისება“, - აცხადეს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge