png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლაგოდეხში 43 ჰა-ზე თხილის ბაღები გაშენდა

  • ეკონომიკა
  • 01.04.2022
  • 14:43
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლაგოდეხში 43 ჰა-ზე თხილის ბაღები გაშენდა

საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით ქალაქ ლაგოდეხში, 43 ჰა. ფართობზე თხილის ბაღები გაშენდა. კოოპერატივი „კავკასიონისთვის“ გამოყოფილმა ინვესტიციამ  100 000 ლარი შეადგინა.

კოოპერატივისა და საქართველოს ბანკის 11 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. 

„თავდაპირველად, ჩვენი საქმიანობა მარცვლეული კულტურების მოყვანას მოიცავდა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 100 ჰა. ფართობზე მოვიყვანეთ ხორბალი, სიმინდი, ქერი და შვრია. რამდენიმე წლის შემდეგ, გადავწყვიტეთ გაგვეფართოვებინა საქმიანობა და ბანკის ჩართულობით დამატებით 43 ჰა.-ზე ე.წ. „ანაკლიური“ და „გავაზური“ჯიშის თხილი დავრგეთ“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი, დავითი ლომიძე. „კოოპერატივი ყოველწლიურად 600-700 ტონა მარცვლეულისა და 1300 კგ. თხილის რეალიზაციას ახორციელებს(თხილის მოსავალი მზარდია, რადან ნარგავები ჯერ არ არის სრულმოსავლიანი). სამომავლოდ, განახლებული ინფრასტუქტურით, საქმიანობის კიდევ მეტად გაფართოებას ვგეგმავთ“, - დასძენს კომპანიის დამფუძნებელი.

„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს აგროსექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, რომ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი ადგილობრივი პროექტის განვითარებაში. სასიამოვნოა, როცა ვხედავთ თუ როგორ ძლიერდებიან ბიზნესები და მუდმივად ფიქრობენ განვითარებაზე. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კოოპერატივს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge