png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

"შარქ თენქ საქართველოს" მეორე სეზონი იწყება

  • ეკონომიკა
  • 19.04.2022
  • 14:42
"შარქ თენქ საქართველოს" მეორე სეზონი იწყება

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. 20 აპრილს, საქართველოს პირველ არხზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეალითი შოუს – Shark Tank საქართველოს მეორე სეზონი იწყება. პროექტის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია.

4 ემის მფლობელი შოუ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში პირველად გასულ წელს გამოჩნდა. 46 მონაწილე დამწყებ ბიზნესს შორის, ინვესტორების დაფინანსება 14-მა რჩეულმა მოიპოვა. შარქ თენქ საქართველოს პირველი სეზონი წარმატებით დასრულდა - პროექტის ფარგლებში 1.5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია გაიცა.

20 აპრილიდან კი, ყოველ ოთხშაბათს, საქართველოს პირველი არხის ეთერში მაყურებელს შარქ თენქ საქართველოს მეორე სეზონი ელოდება.

"მოხარული ვართ, მხარი დავუჭრიოთ და გენერალური პარტნიორობა გავუწიოთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, როგორიც Shark Tank-ია. პროექტმა უკვე 5 კონტინენტი მოიცვა და მისი დახმარებით მსოფლიოს მასშტაბით 40-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელდა ინვესტიცია. მათთვის, ვისაც საკუთარი იდეის სჯერა, Shark Tank-ი ერთგვარი შესაძლებლობაა მიზნები რეალობად აქციონ. Shark Tank საქართველოს პირველი სეზონის ფარგლებში 14-მა გამარჯვებულმა უკვე წარმატებით შეძლო საკუთარი საქმიანობის განვითარება. მოხარული ვართ, რომ მალე ამ რიცხვს ახალი ქართული ბიზნესებიც შეუერთდება. ჩვენი მიზანია, ამ და სხვა პროექტების ფარგლებში, ხელი შევუწყოთ ახალი, საინტერესო და გამორჩეული ბიზნესების განვითარებას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ბიზნესების მხარდამჭერი არაერთი პროექტის პარტნიორია და მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს. დეტალურად, დამწყები ბიზნესებისთვის შექმნილი საბანკო პროდუქტის შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3rAiP0f

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge