png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთში 14 ჰა-ზე მოცვის ბაღები გაშენდება

  • ეკონომიკა
  • 28.04.2022
  • 15:08
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოზურგეთში 14 ჰა-ზე მოცვის ბაღები გაშენდება

საქართველოს ბანკი აგროსექტორისა და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში 14 ჰა-ზე მოცვის ბაღები გაშენდება.

პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 1 320 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. პარტნიორობის ფარგლებში „ქართული მოცვის კომპანია“ წელიწადში 170 ტონამდე მოცულობის ლურჯი მოცვის მოსავალს უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, ევროპასა და სხვა რეგიონებში განხორციელდება. 

„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ვიწყებთ ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც 14 ჰა. ფართობზე მოცვის ბაღების გაშენებას გულისხმობს. ბანკის მიერ გამოყოფილი ინვესტიცია ტერიტორიის მოსამზადებლად და ლურჯი მოცვის ნერგების დასარგავად მივმართეთ. წელიწადის განმავლობაში, ველით 150-170 ტ. მოსავლის აღებას, რომელიც ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება.  პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის რაიონში მუდმივად 15-20 ადამიანი, ხოლო სეზონურად  50-60 ადამიანი დასაქმდება. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან ერთად გვეძლევა ახალი და საინტერესო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა “, - აცხადებს კომპანიის დირექტორი, მარიამ შარაშიძე.

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, წვლილი შევიტანოთ „ქართული მოცვის კომპანიის“ განვითარებაში. გვჯერა, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც ლურჯი მოცვის მწარმოებელი ქვეყნის პოზიციონირებას და აგროსექტორის განვითარებას. მეტი მსგავსი ინიციატივის მხარდაჭერით, ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ როგორც ქართული ბიზნესის განვითარებაში, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში და ეკონომიკის გაძლიერებაში.  ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას“, - აცხადებს  საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სანდრო ძაგნიძე.

ინფორმაციისთვის, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს და არაერთი პროექტის პარტნიორია.  ვრცლად, ბანკის ბიზნეს პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bankofgeorgia.ge/ka/business

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge