png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოში ქაოსი სურს მხოლოდ ერთ ადამიანს და ეს ადამიანი კრემლში ზის - ხატია დეკანოიძე

  • კომენტარები
  • 07.05.2022
  • 15:38
 საქართველოში  ქაოსი სურს მხოლოდ ერთ ადამიანს და ეს ადამიანი კრემლში ზის - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ გუშინ, ბათუმში მშვიდობიანი აქციის დაშლითა და აქტივისტების დაკავებით სამართალდამცავებმა მათი გამოხატვის თავისუფლება შეზღუდეს.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ დაკავებებზე საუბრისას თქვა, რომ თავისუფალ, მშვიდობიან მანიფესტაციებს პოლიციის გამოყენებით, ავტორიტარულ ქვეყნებში ახშობენ.

მისივე თქმით, ეს დიდ დაბრკოლებას უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

"უკანონოდ შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება. სამართალდამცველთა არაპროპორციული ძალის გამოყენებით მოხდა უკანონო დაკავებები, რომლის უპირველესი მიზანი თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა და ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილზე არ სურს გაითვალისწინოს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები. მოხდა ჩვენი აქტივისტებისა და თანაგუნდელების სრულიად უსაფუძვლო დაკავება.

ნებისმიერი ასეთი ჩახშობა პროტესტის, და ყველაზე მძიმე გამოწვევა, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს, ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც პირდაპირი კავშირები აქვს რუს ოლიგარქიასთან, არ სურს საქართველოს ევროპული გზა.

მოვუწოდებ ყველას პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, გამოხატვის თავისუფლებას, კონსტიტუციას და დაფიქრდეს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დაფიქრდნენ, რომ ეს [არეულობა] არის მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილი და ეს ადამიანი კრემლში ზის. რომ საქართველოში იყოს ქაოსი, მათ შორის ადამიანების დაკავება და შერჩევითი სამართლის გამოყენება და დიახ, მესამე პრეზიდენტის განადგურება.

მე მოვითხოვ პარტიის სახელით მათ გათავისუფლებას, მათი უფლებების დაცვა და ყველამ გაიგოს, რომ ამ ქვეყანაში პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმები ვერ გაიმარჯვებენ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გუშინ, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, 25 პირი დააკავეს.

დაკავებულთაგან ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო სხვა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge