png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნინო წილოსანს არ უთქვამს, რომ პუტინსაც არ მიუყენებია ისეთი შეურაცხყოფა, როგორც უკრაინელებმაო, ეს თქვენ მას დააბრალეთ - მდინარაძე "მთავარ არხს"

  • კომენტარები
  • 09.05.2022
  • 20:53
ნინო წილოსანს არ უთქვამს, რომ პუტინსაც არ მიუყენებია ისეთი შეურაცხყოფა, როგორც უკრაინელებმაო,  ეს თქვენ მას დააბრალეთ - მდინარაძე "მთავარ არხს"

რატომ ჩაწერეთ ტყუილი განცხადებაში, რაც არ უთქვამს ნინო წილოსანს? მას მსგავსი რამ არ უთქვამს, თქვენ მოგიწიათ სიტყვა რუსეთის და პუტინის ჩამატება განცხადებაში იმისთვის, რომ საზოგადოება მოგეტყუებინათ, ეს არის თქვენი მოგონილი ფეიკი - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ უმრავლესობის წევრ ნინო წილოსანზე დასმული კითხვის პასუხად.

მდინარაძის თქმით, ნინო წილოსანმა აბსოლუტურად სხვა რამ თქვა და შეიძლება მისი ნათქვამი სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, მაგრამ არა იმის დაბრალების საშუალებას, რაც ნაცმოძრაობის პარტიულმა ტელევიზიებმა დააბრალეს.

„ნინო წილოსანის კონკრეტული კომენტარი შეიძლება სხვასაც არ მოწონებოდა, მაგრამ არა იმ ფეიკის კუთხით, რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ. ერთადერთი, არმოწონების საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ მისი სიტყვების სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, მაგრამ რაც თქვენ ბრძანეთ, სამწუხაროდ, ეს არის თქვენი მოგონილი ფეიკი. მას მსგავსი რამ არ უთქვამს, თქვენ მოგიწიათ სიტყვა რუსეთის, პუტინის ჩამატება იმ განცხადებაში იმისთვის, რომ საზოგადოება მოგეტყუებინათ.

რატომ მოგიწიათ იმ ტყუილის თქმა, თუ მისი განცხადება ასე გასაკრიტიკებელი იყო, როგორი ბულინგიც და შეტევაც ამ ადამიანზე მიიტანეთ ამ ორი დღის განმავლობაში. ნინო წილოსანმა თქვა, რომ პუტინსაც არ მიუყენებია ასეთი შეურაცხყოფა? ვინმე თუ დაგიდასტურებთ, რომ თქვა? თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას, სხვა რამეა, თქვენ რატომ მოგიწიათ მაშინ იმის დაწერა, ან თქვენი პარტიის ტელევიზიებს, რომ პუტინსაც კი არ მიუყენებიაო, რატომ მოატყუეთ საზოგადოება? რატომ ჩაწერეთ ტყუილი განცხადებაში, რაც არ უთქვამს თავად ნინო წილოსანს? როგორ არ დაგიწერიათ, გაჩვენებთ სადაც ჩაამატეთ სიტყვა პუტინი და რუსეთი. ბოდიშს მოვუხდი ჩემს კოლეგას, შეიძლება მასაც არ მოეწონოს ჩემი ეს განმარტება, რომ მისი ნათქვამი წინადადება იძლეოდა სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას, (თუმცა ის არაფერს არასწორს არ გულისხმობდა), თუმცა, არა იმ სიბინძურის დაბრალების შესაძლებლობას, რაც მას დააბრალეს, თითქოს მან თქვა, რომ პუტინსაც არ მიუყენებია ისეთი შეურაცხყოფა, როგორც უკრაინელებმაო, ასეთი რამ მას არ უთქვამს, ეს თქვენ მას უბრალოდ, დააბრალეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge