png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ამ თავდებობას სრულად ვიზიარებთ. ეს პოლიტიკური განაცხადია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტყვეა და იგი უნდა იყოს გადაყვანილი - ხატია დეკანოიძე

  • კომენტარები
  • 10.05.2022
  • 12:09
ამ თავდებობას სრულად ვიზიარებთ. ეს პოლიტიკური განაცხადია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტყვეა და იგი უნდა იყოს გადაყვანილი - ხატია დეკანოიძე

ჩვენ, მისი მეგობრები და გუნდის წევრები ამ თავდებობას სრულად ვიზიარებთ. ეს პოლიტიკური განაცხადია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტყვეა და იგი უნდა იყოს გადაყვანილი, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლება სააკაშვილის თავდებობის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას დააპირებს, მაგრამ ეს არ არის სამართლებრივი საკითხი, ეს პოლიტიკური საკითხია.

„დაუყონებლივ შეიქმნას საერთაშირისო ექიმების გუნდი მაღალი ავტორიტეტის სამედიცინო დაწესებულებებიდან, როგორიც არის მაგალითად ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალი. მზად ვარ, ამაში ჩავერთო და მინდა, სახალხო დამცველს ვთხოვო, ისიც ჩაერთოს ამ ინიციატივაში. ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ რეალურად აღიაროს, რა მძიმე გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა და რა მძიმე გამოწვევის წინაშე დგას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. მეორე, პოლიტიკური თავდებობა ჩემი, როგორც პარლამენტის წვერის, საქართველოს მოქალაქის, ფრაქციის თავმჯდომარის და ჩემი მეგობრების, რომლებიც ყველანი საჯარო პირები არიან, რომ ჩვენ თავდებში ვუდგებით მიხეილ სააკაშვილს, იგი საზღვარგარეთ გადაიყვანონ. ჩვენ აქ ვართ და ყველა შესაძლებლობა, მათ შორის სამართლებრივი, უნდა გამოვიყენოთ ამ მიმართულებით.

ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური საკითხი, ეს ჰუმანიტარული საკითხია და საქართველოს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ძალიან მალე ბრიუსელსა და ევროპულ დედაქალაქებში დაიწყება განხილვა საქართველოსთვის კანდიდატის საკითხის მინიჭებასთან დაკავშირებით და ჩვენ ამ ისტორიულ მომენტს ვხვდებით სწორედ ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და ის მოპყრობა, რომელიც უთანაბრდება არაადამიანურ მოპყრობას. ხელმოწერები იქნება, ეს საჯარო პოლიტიკური განაცხადია. მე მესმის, რომ სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას დაუპირებს ამას უმრავლესობა, მაგრამ ეს არ არის სამართლებრივი საკითხი, ეს პოლიტიკური საკითხია. ამიტომ, შესაბამისად, ყველას, ვისაც აქვს სურვილი, განაცხადი გააკეთოს, შესაძლებელია, გააკეთოს. ჩვენ, მისი მეგობრები და გუნდის წევრები ამ თავდებობას სრულად ვიზიარებთ. ეს პოლიტიკური განაცხადია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტყვეა და იგი უნდა იყოს გადაყვანილი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობის“ განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგებიან, თუკი ხელისუფლება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება, მკურნალობის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში და წარდგება სასამართლოს წინაშე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge