png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ნინო გვენეტაძე-მურუსიძისა, სამართლიანი სასამართლოს ბრძოლის სამარცხვინო დასასრული - ხატიაშვილი ნინო გვენეტაძის გადადგომას მოითხოვს

  • სამართალი
  • 23.02.2016
  • 16:14
ნინო გვენეტაძე-მურუსიძისა, სამართლიანი სასამართლოს ბრძოლის სამარცხვინო დასასრული - ხატიაშვილი ნინო გვენეტაძის გადადგომას მოითხოვს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ნინო გვენეტაძის გადადგომას მოითხოვს. "მოვითხოვ, თუ აქვს შერჩენილი ელემენტარული ღირსება, დაუყოვნებლივ გადადგეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე-მურუსიძისა", - განაცხადა ხატიაშვილმა. ამასთან ის, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"როდესაც ბატონმა პრეზიდენტმა სამოქალაქო სექტორს  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატების წარდგენა შესთავაზა, მიუხედავად იმისა, რომ  ადვოკატთა ასოციაციას ბევრად უკეთესი კანდიდატი გვყავდა წარდგენილი, მაინც მხარი დავუჭირეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და მხარში დავუდექტით ნინო გვენეტაძეს, რათა  ფეხზე დაეყენებინა სასამართლო სისტემა.  ადვოკატთა ასოციაციას  იმედი გვქონდა,   სასამართლო სისტემაში მოძლიერებულიყვნენ ახვლედიანები, რაც  მურუსიძეების მმართველობის დასასრულს ნიშნავდა.  სამოქალაქო საზოგადოებამ  მორიგი შოკი მივიღეთ,  როდესაც ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რიგით მურუსიძედ გადაიქცა და   ლევან მურუსიძის „სამარცხვინო იუსტიციის საბჭოსთან ერთად“, პროგრესულად მოაზროვნე მოსამართლეების დევნა დაიწყო. სამოქალაქო საზოგადოებამ ამდენი ბრძოლის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ რიგითი მურუსიძე, ნინო გვენეტაძე-მურუსიძისა მივიღეთ, რაც ამ ქვეყნის სამართლიანაი სასამართლოს საბოლოოდ დასამარების დასაწყისია.   სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა ველოდოთ როდის ამოეწურება თავმჯდომარეობის ცხრა წლიანი ვადა ნინო გვენეტაძე-მურუსიძისას და მის გადასაყენებლად უნდა ვიბრძოლოთ.

ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მოღვაწეობის ერთი წელი არის ბიძინას  მეოთხე სასწაული წლის აკორდი - კოლექტიური მურუსიძეების  სამართალი. ნინო გვენეტაძე იყო სამოქალაქო საზოგადოების იმედი, თავისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით პრინციპული ადამიანი, მაგრამ მისი პრინციპულობა  მოჩვენებითი აღმოჩნდა, რაც ქართულ სინამდვილეში ხშირად ხდება.

ნინო გვენეტაძემ „ოლიგარქი ივანიშვილის“  მხრიდან განხორციელებულ ელემენტარულ წნეხს ვერ გაუძლო, რაც მისთვის დასასრულის დასაწყისი იყო.  როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ნინო გვენეტაძის კანდიდატი ეკატერინე გასიტაშვილი, „ოლიგარქმა ივანიშვილმა  დაძირა“, ნინო გვენეტაძე უნდა გადამდგარიყო და სამოქალაქო საზოგადოებისთვის  სრული სიმართლე ეთქვა, მაგრამ  როგორც საქართველოს სინამდვილეში ხდება, ნინო გვენეტაძემ საკუთარ ღირსებაზე და ღირებულებებზე მაღლა უზენაესი სასამართლოს თანამდებობა დააყენა და  რიგით მურუსიძედ გადაიქცა. სამოქალაქო საზოგადოება ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი ცხრა წლიანი ბრძოლის შემდეგ, სასამართლოს  რიგითი მურუსიძე ჩაიბარებდა - ნინო გვენეტაძე-მურუსიძისა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge